უნივერსიტეტი

სასწავლო პროცესი

ახალი ამბები

 

ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ რ ო    პ რ ო გ რ ა მ ა

მიმართულება: სოციალური მეცნიერებანი, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა

სპეციალობა: ბიზნესი და მართვა

სპეციალიზაცია: საფინანსო,საბანკო და სადაზღვევო საქმე

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიზნესის მართვის ბაკალავრი

პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათება

ბიზნესისა და მართვის სპეციალობა უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება (სასწავლო დაწესებულების დაფუძნებისთანავე) იგი ამზადებს ბიზნესისა და მართვის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, რომლებიც იქნებიან სათანადო მენეჯერები, და მცირე თუ მსხვილი ბიზნესის ეკონომიკურ სფეროში დასაქმებულ მონათესავე პროფესიების სპეციალისტებს.

ბიზნესისა და მართვის სპეციალობის სასწავლო პროგრამა შეესაბამება კრედიტების დაგროვებისა და ტრანსფერის ევროპულ სისტემას, ECTS-ს. მისი მიზანია, აღზარდოს ფართო პროფილის ეკონომისტთა, ფინანსისტთა და მენეჯერთა თაობა, რომლის წარმომადგენლებს ექნებათ ბანკებში, საწარმოებში, კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობისათვის აუცილებელი განათლება და პიროვნული თვისებები, შეეძლებათ ბიზნესის განვითარების, ფინანსური სტრატეგიის სწორად განსაზღვრა, თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება.

საგანმანათლებლო სტრატეგია წარმართულია ისე, რომ სპეციალობის კურსდამთავრებულებმა მიიღონ კარგი განათლება და დააკმაყოფილონ შრომის ბაზრის მზარდი მოთხოვნები. ის მიზნად ისახავს, მაქსიმალურად გახსნას და განავითაროს სტუდენტთა ინტელექტუალური პოტენციალი, ღრმა თეორიულ ცოდნასთან ერთად გამოუმუშაოს პროფესიული უნარ-ჩვევები, ჩამოუყალიბოს მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ხედვისა და შეფასების უნარი.

სასწავლო პროგრამის მიზანია, არა უბრალოდ გადასცეს სტუდენტს თეორიული ცოდნა, არამედ ჩამოუყალიბოს პროფესიული აზროვნების სისტემა, პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გამოუმუშაოს სოციალური ადაპტაციის უნარი. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სასწავლო პრაქტიკას, რომელსაც სტუდენტები გადიან ქალაქის საწარმოებში, საფინანსო დაწესებულებებში, ბანკებში, სადაც მათ ხელმძღვანელობენ და ასწავლიან ცნობილი სპეციალისტები.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა: პროგრამა რომლის მიხედვითაც ხდება პროფესიის შესწავლა, ორიენტირებულია სწავლისა და სწავლების ევროპულ სისტემაზე. ის ითვალისწინებს ბოლონიის პროცესზე საერთაშორისო შეთანხმების შედეგად კრედიტების დაგროვების ევროპული სისტემის განხორციელებას. სწავლების სრული ციკლი მოიცავს 4 აკადემიურ წელს, ყოველ წელს სავალდებულოა 60 კრედიტის მოგროვება, სემესტრში-30-ისა, სულ ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში-240 კრედიტისა. 1 კრედიტში მოიაზრება 25 სასწავლო საათი. აქ გათვალისწინებულია როგორც საკონტაქტო საათები ასევე კოლოქვიუმების, შუალედური შემოწმებების მოსამზადებლად საჭირო და დამოუკიდებელი მუშაობისათვის აუცილებელი დრო. აქვე მოიაზრება პრაქტიკული და ლაბორატორიული მუშაობისათვის, საკურსოებისა და საბაკალავრო ნაშრომისათვის აუცილებელი საათები. პროგრამა აიგო მოდულების სისტემით, რაც თეორიისა და პრაქტიკის, ზოგადად სწავლების ინტეგრაციის მსოფლიოში აღიარებული სისტემაა. სტუდენტები პროგრამის მიხედვით სწავლობენ სპეციალობის ძირითად და არჩევით საგნებს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო არჩევით დისციპლინებს.

სპეციალობის ძირითადი საგნებიდან პროფესიის დასაუფლებლად სტუდენტები სწავლობენ ეკონომიკის პრინციპებს, მათემატიკას, ეკონომიკურ გეოგრაფიას, მარკეტინგს, სტატისტიკის ზოგად თეორიას, ბიზნესის საფუძვლებს, მსოფლიო ეკონომიკას, მენეჯმენტს, ფინანსებსა და კრედიტებს, ფასიანი ქაღალდების ბაზარს, საწარმოს ფინანსებს, საბანკო საქმეს, ფინანსურ მენეჯმენტს, საგადასახადო საქმეს, ინვესტირების სტრატეგიას, სავალუტო ბაზარსა და სავალუტო ურთიერთობებს, საბანკო ოპერაციებს, საფონდო ბაზრის სტატისტიკას, საბანკო მენეჯმენტს, საბუღალტრო აღრიცხვას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

საუნივერსიტეტო სავალდებულო საგნებიდან ისწავლება ინფორმატიკა, უცხო ენა (არჩევით: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული); აკადემიური წერა.

სპეციალობის განსაკუთრებული ბლოკიდან სტუდენტმა შეიძლება აირჩიოს შემდეგი დისციპლინები: ფული, ფინანსები და ბანკები; რეკრიაციული მეურნეობის მენეჯმენტი, შრომის ეკონომიკა, დაცვა და სამართალი; სახელმწიფო და სოციალური დაზღვევა; გადასახადები და დაბეგვრა, საერთაშორისო ბიზნესი; ეკონომიკური საქმიანობის ანალიზი; საფინანსო სამართალი.

საუნივერსიტეტო არჩევით საგნებში გაერთიანებულია: საქართველოს ისტორია, ფილოსოფია, პოლიტოლოგია; რიტორიკა, მჭერმეტყველება, ლოგიკა. ასეთი საგნების მიზანია, განავითარონ სტუდენტის საერთო ინტელექტი, მსოფლმხედველობა, ისინი აწვდიან მას იმ აუცილებელ ცოდნას, რაც აუცილებელია შემდგომი შრომითი მოღვაწეობისათვის.

შედეგები და კურსდამთავრებულთა კომპეტენციები:

  • ცოდნა და გაცნობიერება
    • ფლობს ბიზნესისა და მენეჯმენტის საფუძვლებს. გააჩნია ორგანიზაციის, მისი გარემოსა და მათი მართვის თეორიების, კონცეფციებისა და ძირითადი პრინციპების ცოდნა;
    • კარგად არიან გარკვეული მარკეტინგის საფუძვლებში;
    • იცის ბიზნეს-საქმიანობის ანალიზის და შეფასების რაოდენობრივი და სტატისტიკური მეთოდები;
    • გააჩნია ცოდნა ფინანსური მომსახურების, მისი მრავალსახეობებისა და თავისებურებების შესახებ;
    • გააჩნია ცოდნა ფინანსური ბაზრების, ინსტიტუტების შესახებ და აცნობიერებს ფინანსური ინსტრუმენტების მნიშვნელობას;
    • გააჩნია ცოდნა ბანკის ფუნქციონირების ძირითადი ასპექტების შესახებ;
    • შეუძლია საბანკო სექტორსა და ეკონომიკის დანარჩენ სფეროებს შორის ურთიერთობების გაცნობიერება;
    • ფლობს საბანკო სფეროში რაოდენობრივ და სტატისტიკურ მეთოდებს;
    • გააჩნია ცოდნა ორგანიზაციების და ბანკების ნაციონალური და გლობალური ეკონომიკური გარემოს შესახებ;
    • გააჩნია თანამედროვე სადაზღვევო ტექნიკის ფლობისა და გამოყენების უნარი. დაზღვევის სახეების მიხედვით სადაზღვევო პროცედურების განხორციელების უნარი.
    •  აცნობიერებს სამართლებრივ, ეთიკურ და პროსკულტურულ პასუხისმგებლობას ორგანიზაციაში და საზოგადოებაში;
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    • ფისკალური პოლიტიკის სფეროში არსებული საინფორმაციო და საკანონმდებლო შესაძლებლობების გამოყენების უნარი;
    • კომპანიის ფინანსური ანალიზის ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
    • საბანკო სისტემის სფეროში საქმიანობისა და სწორ გადაწყვეტილებათა მიღებისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევები;
    • საბანკო ოპერაციების შინაარსისა და მისი პრაქტიკული გამოყენების მექანიზმში გარკვევის უნარი;
    • სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმების, დაზღვევის სახეების (ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაზღვევის და სხვა) მიხედვით სადაზღვევო პროცედურების პრაქტიკული განხორციელების უნარი;
    • ფინანსებისა და ფისკალურ სფეროში არასტანდარტულ სიტუაციათა ანალიტიკური შეფასებისა და წამოჭრილ პრობლებათა იდენტიფიკაციის, ოპერატიული დიაგნოსტირების, ახალ სიტუაციასთან ადაპტირებისა და მათი გადაჭრის ღონისძიებათა დასახვისა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებათა მიღების უნარი.
  • არგუმენტირებული დასკვნის უნარი
    • კურსდამთავრებულებს დამოუკიდებლად შეუძლიათ გაანალიზონ ახალი ინფორმაცია და გამოიტანონ დასკვნები. შეუძლიათ ახალი ინფორმაციის მიღება და გადამუშავება. გააჩნია თვითანალიზის უნარი. შეუძლია ახალ მონაცემთა ინტერპრეტაცია, პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზების განსაზღვრა, კონკრეტული ღონისძიებების შერჩევის უნარი და თავისი გადაწყვეტილებების დასაბუთება და დაცვა.
  • კომუნიკაციის უნარი
    • შეუძლია ბიზნეს კომუნიკაცია როგორც მშობლიურ ისე უცხო ენაზე;
    • შეუძლია მონაწილეობა დისკუსიაში შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან;
    • შეუძლია რეფერატული სახის შრომის მომზადება
    • შეუძლია საქმიანი დოკუმენტაციის შედგენა ბიზნეს ტერმინოლოგიის გამოყენებით;
    • შეუძლიათ საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბება როგორც წერილობით ასევე ზეპირად წარდგენა/პრეზენტაცია;
    • გააჩნია როგორც ჯგუფური ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
    • იცის და თავისუფლად იყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს;
  • სწავლის უნარი
    • შეუძლია საფინანსო, საბანკო სადაზღვევო სფეროში საკუთარი სწავლის პროცესის წარმართვა თეორიული წყაროებისა თუ ინფორმაციული რესურსების ფართო სპექტრის გამოყენებით;
    • შეუძლია თავისი სპეციალობის სფეროში ახალ ტექნოლოგიათა დამოუკიდებლად ათვისება შემდგომი პროფესიული განვითარების უზრუნველსაყოფად;
    • შეუძლია კვლევითი და ბიზნეს-პროექტების ცალკეული კომპონენტების შემუშავება;

დასაქმების სფერო:

ინსტიტუტში ბაკალავრიატის პროგრამი ათვისების შემთხვევაში სტუდენტის მიერ მიღებული დიპლომი საშუალებას მისცემს მფლობელს, განაგრძოს სწავლა სამაგისტრო პროგრამით საქართველოს ან ამავე პროგრამით მომუშავე საზღვარგარეთის ინსტიტუტებში, ან დაიწყოს მუშაობა სათანადო თანამდებობებზე ბანკებში, საწარმოებში, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებსა და კომპანიებში, გახდნენ შესაბამისი პროფილის ხელმძღვანელი მუშაკები, ფინანსისტები, ეკონომისტები, მენეჯერები, ბიზნესმენები და ა.შ.

პროგრამაზე მიღების წინაპირობები: საშუალო სკოლის ატესტატი და ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით გავლა.

პროგრამით გათვალიწინებული კურსების მოკლე ანოტაციები.

პროგრამის სტრუქტურა

 

 

 
 
 
 
 

 

   გვერდის მესაკუთრე: სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ–ჰუმანიტარული უნივერსიტეტი
   ვებგვერდი შექმნილია: 30.01.2007; განახლებულია: 08.07.2010
   მისამართი: ქ.ზესტაფონი, ბიბილაშვილის 6.; ტელ: 5-44-71; 899 534 948
   ელ.ფოსტა: sehu.edu@posta.ge
   საიტის ავტორი მარინა ხიზანიშვილი