მიმართულება: სოციალური მეცნიერებანი, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა
სპეციალობა: სამართალი
სპეციალიზაცია: სამართალმცოდნეობა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართალმცოდნეობის ბაკალავრი (Bachelor of Law)
პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათება
სამართლის სპეციალობა ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროფესიის კადრებს ამზადებს. ეს მიმართულება უნივერსიტეტში არსებობს დაარსებიდან. ის ორიენტირებულია ახალი თაობის იურისტთა აღზრდაზე, რომელსაც ექნება ახალი სამართლებრივი მსოფლმხედველობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება, არამარტო ღრმა თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული პროფესიული თვისებები. სამართლის მიმართულების სასწავლო პროგრამა სრულ შესაბამისობაშია კრედიტების დაგროვებისა და ტრანსფერის ახალ სისტემასთან (ECTS). ის უზრუნველყოფს მაღალი კლასის სპეციალისტების მომზადებას. პროგრამა ითვალისწინებს საბაზო პროფესიულ მოდულებს, ასევე საუნივერსიტეტო არჩევით დისციპლინებს. კურსდამთავრებულები შეძლებენ მიიღონ კარგი განათლება, მაღალი კვალიფიკაცია და დააკმაყოფილონ შრომის ბაზრის მზარდი მოთხოვნები. ფაკულტეტის სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტთა ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალურ გახსნას, ღრმა თეორიული ცოდნის გამომუშავებასთან ერთად პროფესიული ჩვევების ჩამოყალიბებას. იგი მთავარ ამოცანად თვლის გამოუმუშავოს სტუდენტს მოვლენების კრიტიკული ხედვისა და შეფასების უნარი.
საბაკალავრო პროგრამის მიზანი:
სამართალმცოდნეობის საუნივერსიტეტო საბაკალავრო სასწავლო პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტისათვის სამართლებრივი საკითხების გაგება-გაანალიზებასა და მიღებული ცოდნის გამოყენების სწავლებას.
სტუდენტს სამართალმცოდნეობის საკითხების გარდა, ეძლევა შესაძლებლობა, დაეუფლოს სამართლის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, ფილოსოფიურ, ისტორიულ და ეკონომიკურ ასპექტებს.
პროგრამა ორიენტირებულია სწავლებისა და სწავლის ევროპულ სისტემაზე. ის ითვალისწინებს საერთაშორისო შეთანხმებების შედეგად კრედიტების დაგროვების ევროპული სისტემების განხორციელებას. სტუდენტი ბაკალავრიატის სწავლების პერიოდში აგროვებს 240 კრედიტს, ყოველ სემესტრში - 30 კრედიტს, ყოველი სასწავლო წლის განმავლობაში 60-ს.
კრედიტებში გათვალისწინებულია როგორც ლექცია-სემინარების, პრაქტიკული თუ ლაბორატორიული მუშაობის საათები, ასევე კოლოქვიუმების, შუალედური შემოწმებებისათვის და ფინალური გამოცდების მომზადებისათვის საჭირო დრო. სწავლების სრული ციკლი მოიცავს 4 აკადემიურ წელს. ერთ კრედიტში მოიაზრება 25 საათი. პროგრამა აიგო მოდულების სისტემით, რაც თეორიისა და პრაქტიკის, ზოგადად სწავლების ინტეგრაციის მსოფლიოში აღიარებული სისტემაა.
შედეგები და კურსდამთავრებულთა კომპეტენციები
ცოდნა და გაცნობიერება
ზოგადსამართლებრივი პრინციპების, ფასეულობების და ღირებულებების ცოდნა. იცნობს სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, გაცნობიერებული აქვს მათი მნიშვნელობა სამართლებრივი სისტემის ფორმირებისათვის. კარგად ერკვევა იმ ზოგადსამართლებრივ ღირებულებებში, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას.
ეროვნული სამართლის სისტემის ძირითადი თავისებურებების, ინსტიტუტების, მატერიალური და პროცესუალური ნორმების ცოდნა. იცნობს ეროვნული სამართლის სისტემას და მის ურთიერთკავშირს სამართლის სხვა სისტემებთან.
აქვს ცოდნა კერძო სამართლის, საჯარო სამართლის, სისხლის სამართლის, სამართლის საფუძვლებისა და მეთოდების მიმართულებით.
იურისტის პროფესიის ეთიკური ფარგლების ცოდნა და სოციალური პასუხისმგებლობის შეგნება.
საერთაშორისო სამართლისა და უცხოური სამართლის სისტემების ძირითადი თავისებურებების ცოდნა.
გაცნობიერებული აქვს კანონშემოქმედების, სამართლის განმარტებისა და გამოყენების პროცესში საზოგადოებრივი ინტერესებისა და ღირებულებების, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორების გათვალისწინების აუცილებლობა.
გაცნობიერებული აქვს პრაქტიკული საქმიანობისას სამართლიანობის კანონის უზენაესობის პრინციპის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის აუცილებლობა.
კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი.
შენიშვნების ძიებისა და გათვალისწინების უნარი.
ჯგუფში მუშაობის უნარი.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
სამართლის ცოდნის ეფექტურად გამოყენების უნარი,
შესწევს უნარი, სწავლის პროცესში მიღებული ინფორმაცია და უნარები შეუსაბამოს პრაქტიკულ სიტუაციას. გამოიყენოს ცოდნა კონკრეტული პრობლემების იდენტიფიკაციისა და გადაწყვეტისათვის.
სამართლებრივი პრობლემის გადასაწყვეტად სამართლის ყველა შესაბამისი წყაროს მოძიების, განმარტებისა და გამოყენების უნარი.
დებატებში ჩართვის, განსხვავებული აზრის გაგებისა და სამართლებრივი საკითხების ანალიზისას საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი.
სამართლებრივი პრობლემების მრავალმხრივი ხედვისა და მათი კრიტიკული ანალიზის უნარი
სამართლებრივი დებულებებისა და დოკუმენტაციის შემუშავების უნარი.
არგუმენტირებულიდასკვნის უნარი
ბაკალავრს შეუძლია დამოუკიდებლად გაანალიზოს ახალი და განყენებული მონაცემები, დაამუშაოს მიღებული ინფორმაცია და მოახდინოს მისი სინთეზი.
ფლობს პრობლემის იდენტიფიკაციების და მისი არსის ჩამოყალიბების უნარს.
დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.
კომუნიკაციის უნარი
შეუძლია როგორც მშობლიური, ისე უცხო ენაზე ინფორმაციის მოპოვებისა და იურიდიული ტერმინოლიგიის გამოყენებით ზეპირი და წერილობითი ფორმით კომუნიკაცია, ასევე შეუძლია ადეკვატურად გამოიყენოს საინფორმაციო ტექნოლოგიები
არასპეციალისტებთან კომუნიკაციის უნარი
საინფორმაციო და საკუმუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი
სწავლის უნარი
საკანონმდებლო ცვლილებების, სამართლებრივი პრაქტიკისა და მეცნიერული სიახლეების მიდევნებისა და ცოდნის მუდმივად განახლების უნარი; ახალ ტექნოლოგიათა დამოუკიდებლად ათვისების უნარი და საკუთარი სწავლის პროცესის წარმართვა შემდგომში პროფესიული განვითარების უზრუნველსაყოფად.
დასაქმებისსფერო:
სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც მოეთხოვება სამართლის საბაკალავრო აკადემიური ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარება.
პროგრამაზე მიღების წინაპირობები:
აბიტურიენტის განათლების წინამორბედი დონეა სრული საშუალო ან მისი ექვივალენტური განათლება. აბიტურიენტს უნდა გააჩნდეს სრული საშუალო განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების დოკუმენტი, რომელიც ანიჭებს მას სტუდენტის სტატუსს საქართველოს მოქალაქეებისათვის ან ექვივალენტური დოკუმენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (სახელმწიფოებს შორის) შესაბამისი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში.
გვერდის მესაკუთრე: სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის
ეკონომიკურ–ჰუმანიტარული უნივერსიტეტი
ვებგვერდი შექმნილია: 30.01.2007; განახლებულია:
08.07.2010
მისამართი: ქ.ზესტაფონი, ბიბილაშვილის 6.; ტელ: 5-44-71; 899 534 948
ელ.ფოსტა: sehu.edu@posta.ge საიტის ავტორი მარინა ხიზანიშვილი