უნივერსიტეტი

სასწავლო პროცესი

ახალი ამბები

 

კ უ რ ი კ უ ლ უ მ ი

სპეციალობა: ბიზნესი და მართვა
სწავლების საფეხური: ბაკალავრიატი
სპეციალობის კვალიფიკაცია: ბიზნესისა და მართვის ბაკალავრი
სწავლების ვადა: 8 სემესტრი

სასწავლო გეგმა

 

მოდული/სასწავლო კურსი

ECTS

საკონტაქტო
საათები

დამოუკიდებელი
მუშ. სთ.

კრედიტების განაწილება

სემესტრები

I

II

III

IV

V

VI

VII

VIII

 

ძირითადი სპეციალობის საგნები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

სპეციალობის სავალდებულო

185

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საფაკულტეტო სავალდებულო

50

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

ეკონომიკის პრინციპები

10

100

150

5

5

 

 

 

 

 

 

2

(მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა)

10

100

150

5

5

 

 

 

 

 

 

3

მათემატიკა

10

100

150

5

5

 

 

 

 

 

 

4

უცხო ენა

10

100

150

5

5

 

 

 

 

 

 

5

ინფორმატიკა

10

100

150

5

5

 

 

 

 

 

 

 

ეკონომიკური გეოგრაფია

135

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

სპეციალობის ძირითადი საგნები

5

50

75

 

 

5

 

 

 

 

 

2

სტატისტიკა

5

50

75

 

 

5

 

 

 

 

 

3

ბიზნესის საფუძვლები

10

100

150

 

 

5

5

 

 

 

 

4

მარკეტინგი

5

50

75

 

 

5

 

 

 

 

 

5

ფინანსების თეორია

10

100

150

 

 

5

5

 

 

 

 

6

ფინანსური აღრიცხვა

5

50

75

 

 

 

5

 

 

 

 

7

მენეჯმენტი

5

50

75

 

 

 

5

 

 

 

 

8

საქართველოს ეკონომიკა

5

50

75

 

 

 

5

 

 

 

 

9

საწარმოს ეკონომიკა და სტატისტიკა

5

50

75

 

 

 

 

5

 

 

 

10

ფინანსური მენეჯმენტი

10

100

150

 

 

 

 

5

5

 

 

11

ფასიანი ქაღალდების ბაზარი

5

50

75

 

 

 

 

5

 

 

 

12

საწარმოს ფინანსები

5

50

75

 

 

 

 

5

 

 

 

13

მსოფლიო ეკონომიკა

10

100

150

 

 

 

 

5

5

 

 

14

ფინანსები და კრედიტები

5

50

75

 

 

 

 

 

5

 

 

15

საბანკო საქმე

5

50

75

 

 

 

 

 

5

 

 

16

საგადასახადო საქმე

5

50

75

 

 

 

 

 

5

 

 

17

საფონდო ბაზრის სტატისტიკა

5

50

75

 

 

 

 

 

 

5

 

18

საბანკო მენეჯმენტი

5

50

75

 

 

 

 

 

 

5

 

19

საბანკო ოპერაციები

10

100

150

 

 

 

 

 

 

5

5

20

საფინანსო ანგარიშების ანალიზი

5

50

75

 

 

 

 

 

 

5

 

21

ინვესტირების სტრატეგია

5

50

75

 

 

 

 

 

 

 

5

22

საქართველოს საბიუჯეტო სისტემა

5

50

75

 

 

 

 

 

 

 

5

 

სავალუტო ბაზარი და სავალუტო ურთიერთობები

20

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

სპეციალობის არჩევითი საგნები

5

50

75

 

 

 

 

5

 

 

 

2

ფული, ფინანსები და ბანკები

 

 

 

 

 

 

 

3

რეკრეაციული მეურნეობის მენეჯმენტი

5

50

75

 

 

 

 

 

5

 

 

4

გადასახადები და დაბეგვრა

 

 

 

 

 

 

 

5

საერთაშორისო ბიზნესი

5

50

75

 

 

 

 

 

 

5

 

6

შრომის ეკონომიკა

 

 

 

 

 

 

 

7

სახელმწიფო და სოც. დაზღვევა

5

50

75

 

 

 

 

 

 

 

5

8

საფინანსო სამართალი

 

 

 

 

 

 

 

 

ეკონომიკური საქმიანობის ანალიზი

20

200

300

5

5

5

5

 

 

 

 

 

თავისუფალი საგანი

5

 

 

 

 

 

 

 

 

5

 

 

პრაქტიკა

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

10

 

საბაკალავრო ნაშრომი

240

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1. სავალდებულო საგნები - 185 ECTS
2. სპეციალობის არჩევითი დისციპლინები - 20 ECTS
3. თავისუფალი საგანი - 20 ECTS
  თავისუფალი საგანი სტუდენტს შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი სპეციალობის კურიკულუმიდან
 
პრაქტიკა - 5 ECTS
საბაკალავრო ნაშრომი - 10 ECTS

ანოტაციები

მათემატიკა– ისწავლება, როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი 2 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 10 კრედიტი, ანუ 250 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 100 საათი. კურსი მოიცავს მათემატიკის მნიშვნელოვან საკითხებს, მისი მეთოდების ეკონომიკაში გამოყენების პრინციპებს. კურსის სწავლება წარიმართება კომპლექსურად, წამყვანი იქნება ლექცია ინტერაქციით, პროვოცირების, მოტივირების მეთოდები, ბრეიმშტორმინგი, რათა სტუდენტი აქტიური თანამოაზრის პოზიციაზე დავაყენოთ. იგი ეჩვევა დებულების სხარტ, ნათელ, ლოგიკურ ფორმულირებას.
ეკონომიკური გეოგრაფია–ისწავლება, როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი 2 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 10 კრედიტი, ანუ 250 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 100 საათი კურსი მოიცავს ეკონომიკური გეოგრაფიის მნიშვნელოვან საკითხებს, მისი მიზანია, ვასწავლოთ სტუდენტებს მსოფლიო ეკონომიკის შეცნობა, რომლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს საქართველო. სტუდენტებმა უნდა გაითავისონ უახლესი შეხედულებები საზოგადოებრივ გეოგრაფიაზე, ამასთან მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ეკოლოგიური პროცესები. გლობალისტიკის ფონზე ყოველი პროცესის შესწავლა უნდა მოხდეს უახლეს პოლიტიკურ, სოციალურ–ეკონომიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
სტატისტიკის ზოგადი თეორია–ისწავლება, როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი 1 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 5 კრედიტი, ანუ 125 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 50 საათი .კურსი მოიცავს ეკონომიკური სტატისტიკის ზოგადი თეორიის მნიშვნელოვან საკითხებს. მისი შესწავლა მიზანშეწონილია დავიწყოთ სტატისტიკის ისტორიული წარმოშობისა და სხვა სპეციალობებთან მისი ურთიერთობის განხილვით. დღეს ნებისმიერი სამუშაო წარმოუდგენელია სტატისტიკის მეთოდების გამოყენების გარეშე. ის დაეხმარება მომავალ სპეციალისტებს ეკონომიკური ანალიზის მეთოდების გამოყენებაში. ლექციების კურსში განიხილება სტატისტიკის თეორიის ისეთი ასპექტები, როგორიცაა სტატისტიკური დაკვირვება, თავმოყრა, დაჯგუფება, აბსოლუტური, შეფარდებითი და საშუალო სიდიდეები, ვარიაციის მაჩვენებლები, გათვალისწინებულიაპრაქტიკული სამუშაოები დინამიკის, მწკრივების, გრაფიკული გამოსახულებებისა და საინდექსო მეთოდების გამოყენებით, რაც დაეხმარება სტუდენტებს შემდგომ პრაქტიკულ მოღვაწეობაში.
ბიზნესის საფუძვლები–ისწავლება, როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი 1 სემესტრის განმავლობაში, როგორც მენეჯმენტის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ეთმობა 5 კრედიტი, ანუ 125 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 50 საათი . კურსი მოიცავს ბიზნესის საფუძვლების მნიშვნელოვან საკითხებს. მასში გათვალისწინებულია საბაზრო ურთიერთობათა სისტემაში ბიზნესის საქმიანობის შინაარსობრივი დატვირთვა. ბიზნესის შესწავლას წვლილი შეაქვს ქვეყნის მომავალ ეკონომიკურ განვითარებასა და სოციალურ–ეკონომიკური უზრუნველყოფის საქმეში.
მსოფლიო ეკონომიკა– ისწავლება, როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი 2 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 10 კრედიტი, ანუ 250 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 100 საათი. კურსი მოიცავს მსოფლიო კონომიკისმნიშვნელოვან საკითხებს, მისი მიზანია, ვასწავლოთ სტუდენტებს მსოფლიო ეკონომიკური მეურნეობა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში შემავალ ურთიერთდამოკიდებულ ეროვნულ მეურნეობათა ერთობლივობაა, რომელიც შრომის საერთაშორისო დანაწილების საფუძველს ეყრდნობა და ასევე საერთაშორისო სავაჭრი–ეკონომიკურ, სავალუტო–საკრედიტო, საწარმოო და მეცნიერულ–ტექნიკურ ურთიერთობებსაც. იგი მოიცავს, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებს, განურჩევლად მათი ეკონომიკური სისტემისა. ამ საგნის შესწავლა სტუდენტებს უქმნის წარმოდგენას მსოფლიო მასშტაბებით ცალკეული ქვეყნების ეკონომიკაზე.
ფინანსური აღრიცხვა –ისწავლება, როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი 2 სემესტრის განმავლობაში, როგორც საბანკო საქმის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, ეთმობა 10 კრედიტი, ანუ 250 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 100. საათი. კურსი მოიცავს საბუღალტრო აღრიცხვის მნიშვნელოვან საკთხებს, მასში გათვალისწინებულია ბუღალტრული აღრიცხვის თეორიისა და ფინანსური აღრიცხვა–ანგარიშების საკითხების შესწავლა, რაც განაპირობა საზოგადოების განვითარების აუცილებლობამ. აღრიცხვა მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა მხარეს. იგი დაინტერესებულ პირებს აძლევს საჭირო ინფორმაციას. აღრიცხვის მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება ქვეყნის მოსახლეობის სტრუქტურული შემადგენლობა. ქვეყნის ეროვნული სიმდუ\იდრის მოცულობა, ცალკეულ საწარმოთა მაჩვენებლები. საბანკო დაწესებულებებში საბუღალტრო აღრიცხვამ უნდა უზრუნველყოს ბანკის მიერ გამოყენებული ფულადი რესურსების მიზნობრივი გამოყენება და მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტის მიღება.
ფინანსების თეორია–ისწავლება, როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი 1 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 5კრედიტი ანუ 125 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 50 საათი. კურსი მოიცავს ფინანსების ზოგადი თეორიის მნიშვნელოვან საკითხებს, აერთიანებს საბაზრო ეეკონომიკის პირობებში სახელმწიფო რეგულირების ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას, მშპ–ს ზრდას, რაციონალურ დასაქმებას, ფულად–საკრედიტო სფეროს ეფექტიან განვითარებასა და ინფლაციის რეგულირებას, მოსახლეობის ცხოვრების მაღალ დონეს. საგანი ასწავლის სტუდენტებს საბაზრო მოთხოვნების გათვალისწინებას, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფინანსების, განსაკუთრებით სახელმწიფო ფინანსების, მართვის თავისებურებების წარმოჩენას.
მენეჯმენტი–ისწავლება, როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი 1 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 5 კრედიტი ანუ 125 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 50 საათი საკურსო ნაშრომი გათვალისწინებულია მე–4 სემესტრში და მის მომზადებას ეთმობა 20 საათი. კურსი მოიცავს მენეჯმენტის ზოგადი თეორიის მნიშვნელოვან საკითხებს. იგი საბაზრო ეკონომიკის პირობებში საწარმოების (ფირმების) ფუნქციონირებისა და განვითარების ერთ–ერთი აუცილებელი ფაქტორია. მისი ინტერესების სფეროში ერთიანდება მმართველობითი საქმიანობა (მენეჯმენტი) საქონლის წარმოების, რეალიზაციის ობიექტური მოთხოვნების, სამეურნეო კავშირების გართულების, საერთაშორისო ბიზნესის მნიშვნელობის ამაღლების შესაბამისად აღნიშნული საქმიანობის სრულყოფის საკითხები.
საწარმოოს ეკონომიკა და სტატისტიკა–ისწავლება, როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი 1 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 5 კრედიტი ანუ 125 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 50 საათი. კურსი მოიცავს საბაზრო ეკონომიკის პირობებში საწარმოს (ფირმის) სტრუქტურას, საზოგადოებრივ პირობებში ფუნქციონირებას, მათი ორგანიზაციის ფორმებს. კურსის გავლისას სტუდენტები შეისწავლიან მეცნიერულ–ტექნიკური პროგრესის მიმართულებებს, პროდუქციის ხარისხს, სამრეწველო დაწესებულების მართვასა და დაგეგმვას, საწარმოოს რესურსებს და მისი გამოყენების ეფექტიანობას, წარმოების მართვის ეკონომიკურ ბერკეტებს–შრომის ანაზღაურებასა და ხელფასს, წარმოების დანახარჯებს, მოგებასა და რენტაბელობას
ფინანსები და კრედიტები– ისწავლება, როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი 2 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 10 კრედიტი ანუ 250 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 100 საათი. მე–6 სემესტრში გათვალისწინებულია საკურსო ნაშრომი, რომლის მოსამზადებლად განკუთვნილია 20 სთ. კურსი სწავლობს საბაზრო ეკონომიკის პირობებში საწარმოს (ფირმის) სტრუქტურას, ფინანსებსა და კრედიტებს, საზოგადოებრივ პირობებში ფულის მიმოქცევის რეგულირების პრობლემა დგას ყველა ქვეყნის წინაშე და განსაკუთრებით საქართველოს ეკონომიკის წინაშე. ამიტომ უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ფულის და ფულადი სისტემის საკითხების შესწავლას.ფულადი სისტემის განვითარების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კრედიტის სრულყოფას და საკრედიტო სისტემის სწორ ორგანიზაციას. ამ სპეციალობის სტუდენტებისათვის საყურადღებოა ამ საგნის მაღალ დონეზე შესწავლა.
ფასიანი ქაღალდების ბაზარი–ისწავლება, როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი 2 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 10 კრედიტი ანუ 250 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 100 საათი კურსი მოიცავს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიმოხილვას, საბაზრო ეკონომიკის პირობებში მის სტრუქტურასა და მნიშვნელობას, მართვის თავისებურებებს. საგანი შეასწავლის სტუდენტებს ფასიანი ქაღალდების ბაზრის თანამედროვე ინფრასტრუქტურებს უცხოური და შიდა საინვესტიციო რესურსების მაქსიმალურ მოზიდვას ეკონომიკაში, მის გადანაწილებას დარგებს შორის.
საბანკო საქმე–ისწავლება, როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი. იგი მოიცავს საბანკო ოპერაციებს, საბუღალტრო აღრიცხვას, ანალიზსა და აუდიტს ბანკში და სხვა საკითხებს. საკუთრივ საგანი ისწავლება მე–6 სემესტრში, 1 სემესტრი, ეთმობა 5 კრედიტი ანუ 125 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 50 საათი. კურსი შეისწავლის საფინანსო–საკრედიტო დაწესებულებას, რომელიც მოიცავს, თავს უყრის ფულად სახსრებს და იძლევა სესხს (კრედიტს), აწარმოებს ფულად ანგარიშსწორებას კლიენტებს შორის. აქვე განიხილება ფულის ნიშნებისა და ფასიანი ქაღალდების ემისია.
ინვესტირების სტრატეგია–ისწავლება, როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი. ისწავლება 1 სემესტრი, ეთმობა 5 კრედიტი ანუ 125 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 50 საათი. საგანი მიმოიხილავს მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებს. ბიზნესის სტრატეგიული ერთეულების ერთობლიობა ქმნის ბიზნეს–პორტფელს. ბიზნესის სტრატეგიული ერთეულები არის კომპანიის ნაწილი, რომელსაც აქვს ცალკე მისია. ჰყავს ცალკე კონკურენტი და ზოგჯერ აქვს ცალკე მარკა. ფირმის მისია არის ფირმის ძირითადი მიზანი, რისთვისაც ის არსებობს. ფირმის მისია უნდა იყოს გასაგები. მასში არ უნდა ჩანდეს მხოლოდ მოგებისაკენ სწრაფვა. თანამედროვე ფირმები მოგებას განიხილავენ, როგორც ჯილდოს საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობისათვის. ამიტომ ეს ყოველივე გვაძლევს საშუალებას, განვსაზღვროთ მოთხოვნა ინვესტიციებზე, რაც გამოიხატება ღირებულებით მაჩვენებლებში.
გადასახადები და დაბეგვრა–ისწავლება, როგორც სპეციალობის არჩევითი საგანი. ისწავლება 1 სემესტრი, ეთმობა 5 კრედიტი ანუ 125 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 50 საათი. საგანი მიმოიხილავს მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებს. თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში ეკონომიკურ ურთიერთობათა ერთ–ერთ ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს გადასახადებისა და დაბეგვრის სწორი წარმართვა. გადასახადები სახელმწიფოებრიობის წარმოშობისთანავე გახდა ეკონომიკურ ურთიერთობათა აუცილებელი, ორგანული შემადგენელი ნაწილი. შიდა საგადასახადო სისტემის დახვეწა ხელს უწყობს თანამედროვე სახელმწიფოს განვითარებასა და მისი მოწყობის გაუმჯობესებას. ამიტომ დიდი მნისვნელობა აქვს ამ საგნის სათანადო დონეზე სწავლებას ბიზნესისა და მართვის სპეციალობაზე.
საქართველოს საბიუჯეტო სისტემა–ისწავლება, როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი 1 სემესტრი, ეთმობა 5 კრედიტი ანუ 125 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 50 საათი. საგანი მიმოიხილავს საქართველოს საბიუჯეტო სისტემის მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებს. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი საბიუჯეტო სისტემის მთავარი რგოლია. მასში კონცენტრირებულია ქვეყნის საბიუჯეტო სისტემის რესურსების ძირითადი ნაწილი. ქვეყნის ბიუჯეტი არის სახელმწიფოს ფუნქციების განსახორციელებლად აუცილებელი ფულადი სახსრების ფონდების მობილიზაციისა და გამოყენების ძირითადი ფინანსური გეგმა. საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ინარჩუნებს თავის უნმიშვნელოვანეს როლს. სწორედ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს ესაჭიროება დიდი ცოდნა და ზუსტი დაგეგმვა, ნიჭიერ ბიზნესმენთა თაობა.
საბანკო ოპერაციები–ისწავლება, როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი 1 სემესტრი, ეთმობა 5კრედიტი ანუ 125 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 50 საათი. საგანი მიმოიხილავს საბანკო ოპერაციებსა და მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებს. კურსში გათვალისწინებულია ბანკების აქტიური და პასიური ოპერაციების და ლიზინგური ოპერაციების განხორციელების საკითხების შესწავლა, რაც მისცემს სტუდენტს საშუალებას, წარმოდგენა იქონიოს ბანკების საქმიანობაზე.
სავალუტო ბაზარი და სავალუტო ურთიერთობები–ისწავლება, როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი 1 სემესტრი, ეთმობა 5 კრედიტი ანუ 125 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 50 საათი.. საგანი მიმოიხილავს სავალუტო ბაზარსა და სავალუტო ინვესტიციებს, მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებს. საერთაშორისო გაცვლა სერიოზული პრობლემაა ყველა ქვეყანაში. სავალუტო საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება მოითხოვს გამოინახოს ისეთი ფენომენი, რომელიც უზრუნველყოფს საანგარიშო ერთეულს, მიმოქცევასა და ანგარიშსწორებას, აგრეთვე დაგროვების საშუალებებისა და ღირებულებების საზომის ფუნქციების შესრულებას, რომელთა გარეშე გაცვლა ნატურალური, ბარტერული გაცვლის სტადიიდან ვერ გამოვა. თითოეულ სახელმწიფოში ეს ფუნქციები ხორციელდება ეროვნული ფულის მეშვეობით, საერთაშორისო სავალუტო სისტემა წარმოადგენს იმ მექანიზმებისა და წესების ერთობლიობას, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში უზრუნველყოფენ ამ კავშირს. საერთაშორისო სავალუტო კავშირი უზრუნველყოფს საერთაშორისო თანამშრომლობას.
საფონდო ბაზრის სტატისტიკა–ისწავლება, როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი 1 სემესტრი, ეთმობა 5 კრედიტი ანუ 125 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 50 საათი. საგანი მიმოიხილავს საფონდო ბაზრის სტატისტიკასა და მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებს. საფონდო ბაზარი ეკონომიკის განსაკუთრებული ფორმაა. მისი მეშვეობით ერთმანეთს ხვდებიან ფასიანი ქაღალდების გამყიდველი და მყიდველი. საფონდო ბაზრის სტატისტიკურმა შესწავლამ უნდა უზრუნველყოს საფონდო ბაზრის მდგომარეობის შემაჯამებელი მაჩვენებლების განსაზღვრა, რომლებიც ახასიათებენ ფასის დონსეს, საპროცენტო განაკვეთებისა და შემოსავლების დონეებს, ფინანსური აქტივების მონაწილეობით წარმოებული ოპერაციების მოცულობებს.
საბანკო მენეჯმენტი–ისწავლება, როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი 1 სემესტრი, ეთმობა 5 კრედიტი ანუ 125 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 50 საათი . საგანი მიმოიხილავს საბანკო მენეჯმენტის მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებს. საბანკო მენეჯმენტი არის მეცნიერება ყველაზე უფრო რაციონალური ორგანიზაციისა და მისი მართვის შესახებ. მას გააჩნია განსაზღვრული სპეციფიკა, რაც გამომდინარეობს ქვეგანყოფილებების საქმიანობის ხასიათით და შრომის საზოგადოებრივი დანაწილებითაა განპირობებული. ამ საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სახელშეკრულებო ურთიერთობებს, რომელიც ატარებს პარტნიორულ ხასიათს. ამასთან იგი მიმოიხილავს ბანკის თანამშრომელთა სამუშაო პირობებსა და საქმიანობის თავისებურებებს. ბანკის თანამშრომელთა ძირითად კონტიგენტს წარმოადგენენ ქალები, რის გამოც კოლექტივის სოციალური პრობლემების გადაწყვეტა და ხელსაყრელი ატმოსფეროს უზრუნველყოფა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. საბანკო მენეჯმენტი საყურადღებო ასპექტია, რაც ხელს უწყობს საწარმოოს საქმიანობის ეფექტიან წარმართვას.
შრომის ეკონომიკა, დაცვა და სამართალი– ისწავლება, როგორც არჩევითი საგანი სპეციალობის ბლოკიდან 1 სემესტრი, ეთმობა 5 კრედიტი ანუ 125 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 50 საათი. საგანი მიმოიხილავს შრომის ეკონომიკას, დაცვასა და სამართლის მნიშვნელოვან საკითხებს,რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის პრობლემებს. შრომის ეკონომიკისა და ორგანიზაციის შესწავლა მიზანშეწონილია დავიწყოთ ქვეყნის სოციალური–შრომითი სფეროს გაცნობით, ისეთი მიმდინარე პროცესების გაცნობით, როგორიცაა: ახალი შრომითი ურთიერთობების სისტემის ფორმირება და განვითარება, ცვლილებები დასაქმებაში, შრომის ბაზრის ფუნქციონირება, ადამიანური რესურსების მართვა, შრომის მწარმოებლურობისა და ანაზღაურების შეფასება, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის როლი სოციალური შრომის ურთიერთობათა სისტემის ფორმირებასა და განვითარებაში, ცვლილებები დასაქმებაში, შრომის ბაზრის ფუნქციონირება, ადამიანური რესურსების მართვა, კურსის მიზანია მიღებული ცოდნის საფუძველზე აამაღლოს შრომის ბაზართან სტუდენტთა ადაპტირების უნარი, დაეხმაროს მათ, აქტიურად ჩაერთონ სოციალურ–შრომით ურთიერთობებში. სტუდენტები ღრმად შეისწავლიან შრომის ბაზრის სტრუქტურასა და მოდულებს, უმუშევრობის პრობლემებსა და მის პროგნოზირებას. შრომითი მიგრაციის პრობლემებს, საკადრო პოლიტიკას, ხელფასის ორგანიზაციას, შრომის პირობებს. აქვე შეისწავლება საბანკო სამართალი. ადმინისტრაციული და საკორპორაციო, საგადასახადო, საბაჟო და სამართალმცოდნეობის სხვა აუცილებეელი ასპექტები.
სახელმწიფო და სოციალური დაზღვევა– ისწავლება, როგორც არჩევითი საგანი სპეციალობის ბლოკიდან 1 სემესტრი, ეთმობა 5 კრედიტი ანუ 125 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 50 საათი საგანი მიმოიხილავს სახელმწიფო და სოციალური დაზღვევის მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის პრობლემებს. სტუდენტები შეისწავლიან სახელმწიფო და სოციალურ დაზღვევას, როგორც ეკონომიკურ კატეგორიას, ფინანსური სისტემის ორგანულ შემადგენელ ნაწილს. როგორც წესია, დაზღვევაში აისახება საზოგადოებრივი და პირადი მოთხოვნილებები, სადაზღვევო დაცვა სხვადასხვა არასასურველი მოვლენებისა და შემთხვევებისაგან. სამეწარმეო საქმიანობის განვითარება და სამეურნეო სუბიექტებს შორის ურთიერთსახელშეკრულებო ვადების განმტკიცება ობიექტურად მოითხოვს დაზღვევის მიერ შემოთავაზებულ საიმედო საგარანტიო სისტემას. სწორედ ეს მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება კურსში.
ფული, ფინანსები და ბანკები–ისწავლება, როგორც არჩევითი საგანი სპეციალობის ბლოკიდან 1 სემესტრი, ეთმობა 5 კრედიტი ანუ 125 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 50 საათი. საგანი მიმოიხილავს ფულის, ფინანსებისა და ბანკების მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებს. კურსში გათვალისწინებულია ფულის წარმოშობისა და მისი განვითარების პროცესისს თანამიმდევრული საფეხურებისა და ისტორიის გაცნობა. ხაზი გაესმევა მის განსაკუთრებულ როლს, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, მთლიანი შიდა პროდუქციის ზრდას, თანამედროვე ეტაპზე ფინანსური სისტემის დახვეწას. აქვე შეისწავლება ბანკების როლი და მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.
ეკონომიკის პრინციპები –ისწავლება 2 სემესტრის განმავლობაში, როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი, ეთმობა 10 კრედიტი. იგი მოიცავს ისეთ მნისვნელოვან საგნებს, როგორიცაა მიკროეკონომიკა, და მაკროეკონომიკა. I სემესტრში გათვალისწინებულია მიკროეკონომიკა, რომელსაც ეთმობა 5 კრედიტი, ანუ 125 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 50 საათი. მაკროეკონომიკა ისწავლება II სემესტრში, ეთმობა 5 კრედიტი. ანუ 125 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 50 საათი. კურსში განიხილება დარგობრივი და ფუნქციონალურ ეკონომიკურ მეცნიერებათა მეთოდოლოგიური საფუძვლების შესწავლა, რეალური ეკონომიკური პროცესების თეორიული განზოგადება. სტუდენტები ეუფლებიან ეკონომიკური თეორიის საგანსა და მეთოდებს, საქონელწარმოების გენეზისს, მის როლს ეკონომიკური სისტემების განვითარებაში, მიკროეკონომიკის და მაკროეკონომიკის მნიშვნელოვან პრობლემებს.
საწარმოს ფინანსები–ისწავლება, როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი 1 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 5 კრედიტი, ანუ 125 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 50 საათი. საგანი სწავლობს საწარმოს ფინანსებს, როგორც ფინანსების ერთ–ერთ მნიშვნელოვან ნაწილს. ეს არის ეკონომიკური და ფულადი ურთიერთობები, რომლებიც წარმოიქმნება ფულის მოძრაობის შედეგად. მათ საფუძველზე საწარმოებში ფუნქციონირებენ სხვადასხვა ფულადი ურთიერთობები, რომლებიც დაკავშირებულია მეურნეობის სუბიექტების ფულად შემოსავლებთან, დაგროვების ფორმირება–განაწილებისა და მათ გამოყენებასთან საფინანსო–საბანკო სისტემის წინაშე აღებული ვალდებულებების შესანარჩუნებლად: ასევე წარმოების გაფართოების, სოციალური მომსახურეობისა და წარმოებაში დასაქმებულ მუშაკთა მატერიალური სტიმულირების ხარჯების დაფინანსების უზრუნველსაყოფად.
ფინანსური მენეჯმენტი–ისწავლება, როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი, როგორც მენეჯმენტის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი 1 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 5კრედიტი, ანუ 125 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 50 საათი კურსში გათვალისწინებულია საწარმოს (ფირმის) ფინანსების მართვის პრობლემური საკითხები, საბანკო სესხის ბაზრისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებასა და ფუნქციონირების საკითხები, საწარმოოს საგარეო ეკონომიკურ საქმიანობაში მარკეტინგისა და მენეჯმენტის თავისებურებები, ფირმის ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება.
საფინანსო ანგარიშების ანალიზი–ისწავლება, როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი 2 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 10 კრედიტი, ანუ 250 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 100 საათი ამ კურსში გათვალისწინებულია ფირმის რესურსების განსაზღვრა, გამოუყენებელი რესურსების გამოვლენა და მათი ჩართვა საწარმოო პროცესში. საფინანსო ანგარიშების ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით საშუალება ეძლევა ფირმას, განსაზღვროს გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგნოზები დაფინანსების საკითხებში. სწორედ ამ პროგნოზირების მეთოდებს ეუფლებიან სტუდენტები პრაქტიკულ მეცადინეობებზე.
რეკრიაციული მეურნეობის მენეჯმენტი – ისწავლება, როგორც საგანი სპეციალობის არჩევითი ბლოკიდან, ეთმობა 5 კრედიტი, ანუ 125 სასწავლო საათი, აქედან საკონტაქტოა 50 საათი. საგანი მიმოიხილავს რეკრიაციული მეურნეობის მენეჯმენტის მნიშვნელოვან საკითხებს. კურსი ორიენტირებულია საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის განვითარებაზე, რეკრეალოგიისა და კურორტოლოგიის ობიექტების დაპროექტების მნიშვნელობის გაცნობიერებაზე. ის შეისწავლის კურორტების რეკრეაციული პოტენციალის რაოდენობრივ შეფასებას, საკურორტო საქმიანობის თანამედროვე პრობლემებს, მისი ორგანიზების საშუალებებს, მარკეტინგულ კვლევებსა და მომსახურეობის ბაზის სრულყოფის მიმართულებებს. საგნის შესწავლის შემდეგ სტუდენტი დაეუფლება კურორტების რეკრეაციული პოტენციალის შეფასების მეთოდიკას და შეძლებს მის გამოყენებას პრაქტიკაში.
საგადასახადო საქმე – ისწავლება, როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი, ეთმობა 5 კრედიტი, ანუ 125 სასწავლო საათი, აქედან საკონტაქტოა 50 საათი. საგანი მიმოიხილავს საგადასახადო საქმის მნიშვნელოვან საკითხებს. Kკურსი შეასწავლის სტუდენტებს საქართველოს საგადასახადო პოლიტიკასა და სისტემის თავისებურებებს. იგი ითვალისწინებს საგადასახადო ვალდებულებებსა და მათი შესრულების წესებს, დეკლარაციების შედგენას, კონტროლს, გადასახადების სახეებს, აქციზსა და საერთაშორისო დაბეგვრის პრინციპებს.
საერთაშორისო ბიზნესი – ისწავლება, როგორც მენეჯმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც სპეციალობის არჩევითი საგანი, ეთმობა 5 კრედიტი ანუ 125 სასწავლო საათი, აქედან საკონტაქტოა 50 საათი. საგანი მიმოიხილავს საერთაშორისო ბიზნესის მნიშვნელოვან საკითხებს, მის როლს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, საერთაშორისო ეკონომიკურ კავშირურთიერთობებს, მის ძირითად ფორმებს. სტუდენტები სწავლობენ საერთაშორისო ბიზნესის არსსა და დანიშნულებას, ფუნქციებსა და ძირითად ნიშნებს, განხორციელების მეთოდებს, საერთაშორისო ბიზნესის მნიშვნელობას სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის.
მარკეტინგი–ისწავლება 2 სემესტრის განმავლობაში, როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი. ეთმობა 10 კრედიტი, ანუ 250 სასწავლო საათი, აქედან საკონტაქტოა 100 საათი. საგანი მიმოიხილავს მარკეტინგის მნიშვნელოვან საკითხებს. კუსში გათვალისწინებულია მარკეტინგის არსისა და სოციალურ–ეკონომიკური საფუძვლების, მარკეტინგის მართვის თავისებურებების გაცნობა, მარკეტინგული გარემოს შესწავლა და ანალიზი.
ეკონომიკური საქმიანობის ანალიზი – ისწავლება 1 სემესტრის განმავლობაში, როგორც სპეციალობის არჩევითი საგანი. ეთმობა 5 კრედიტი, ანუ 125 სასწავლო საათი, აქედან საკონტაქტოა 50 საათი. კურსი მიმოიხილავს ეკონომიკური ანალიზის თეორიას, მეთოდოლოგიას. გვაცნობს ცალკული და მთლიანი მაჩვენებლების ანალიზის თავისებურებებს.
საფინანსო სამართალი – ისწავლება 1 სემესტრის განმავლობაში, როგორც სპეციალობის არჩევითი საგანი. ეთმობა 5 კრედიტი, ანუ 125 სასწავლო საათი, აქედან საკონტაქტოა 50 საათი. სასწავლო კურსში განიხილება ფინანსები და ფინანსური საქმიანობა და მათი მოქცევა სამართლებრივ სივრცეში. განიხილება საფინანსო სამართლებრივი ურთიერთობა და მისი სუბიექტები, ფინანსური სამართლებრივი ნორმები, სახელმწიფო კონტროლი. სასწავლო კურსში წარმოდგენილი საკითხების შესწავლა დაფუძნებული არის საქართველოს ფინანსურ კანონმდებლობაზე.
უცხო ენა– ისწავლება 2 სემესტრის განმავლობაში, როგორც სპეციალობის სავალდებულო საგანი, ეთმობა 10 კრედიტი, ანუ 250 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 100 სთ. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, აირჩიონ ინგლისური, გერმანული, ფრანგული ან რუსული ენა. უცხო ენის კურსი სტუდენტს შეასწავლის უცხო ენის გრამატიკას, ლექსიკას, წერა–კითხვას. ამ ასპექტების ათვისების შემდეგ ის შეძლებს მუშაობის პროცესში საჭირო ტექსტების თარგმნას, შესწავლას, გამოყენებას პრაქტიკულ მოღვაწეობაში.
ინფორმატიკა–ისწავლება, როგორც სპეციალობის სავალდებულო საგანი, ეთმობა 10 კრედიტი, ანუ 250 საათი. მათ შორის საკონტაქტოა 100 სთ. საგანი შეასწავლის სტუდენტებს თანამედროვე საოფისე პროგრამებს, კომპიუტერული სისტემების საფუძვლებს, საშუალებას აძლევს მათ, სათანადო დონეზე შეასრულონ სამუშაო და გააფორმონ დოკუმენტაცია, გამოიყენონ კომპიუტერი არამარტო სამეცნიერო და სასწავლო მიზნით, არამედ პრაქტიკულ მოღვაწეობაშიც.
საქართველოს ისტორია– ისწავლება 2 სემესტრის განმავლობაში, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო არჩევითი საგანი, ეთმობა 10 კრედიტი, რაც გულისხმობს 250 სასწავლო სააათს, მათ შორის 100 საკონტაქტოა. საგანი მიმოიხილავს საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე. განიხილავს მნიშვნელოვან მოვლენებსა და თარიღებს ჩვენი ერის ცხოვრებიდან. ეს კურსი ემსახურება საქართველოს მოქალაქეთა პატრიოტული თვითშეგნების განმტკიცებასა და საერთო ინტელექტის ამაღლებას.
ფილოსოფია–ისწავლება 2 სემესტრის განმავლობაში, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო არჩევითი საგანი, ეთმობა 10 კრედიტი, რაც გულისხმობს 250 სასწავლო სააათს, მათ შორის 100 საკონტაქტოა. საგანი სწავლობს ფილოსოფიის ძირითადი ცნებებსა და პრობლემებს, ფილოსოფიის ისტორიასა და მის უმთავრეს მიმართულებებს. ის ემსახურება სტუდენტის საერთო ინტელექტის ამაღლებასა და ერუდიციის გაფართოებას. მიღებულ ცოდნას ის გამოიყენებს პრაქტიკულ მოღვაწეობაში.
რიტორიკა, მჭერმეტყველება, ლოგიკა–ისწავლება, 2 სემესტრი როგორც ზოგადსაგანმანათლებლო არჩევითი საგანი, ეთმობა 10 კრედიტი, ანუ 250 სასწავლო სააათი, რომელთა შორის საკონტაქტოა 100 საათი. საგანი შეისწავლის ქართული ენის ნორმებს, მართლწერას, მიმოიხილავს მშობლიური ენის მორფოლოგიას, სინტაქსს, გრამატიკულ კანონებს, რომლებიც აუცილებელია მოხსენებების სწორად და უშეცდომოდ მომზადებისათვის. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენის წესებს, რიტორიკისა და მჭერმეტყველების საშუალებებისა და პრინციპების სწავლებას, ლოგიკურ აზროვნებას, მეტყველების კულტურას. დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრაქტიკულ მეცადინეობებს. ისწავლება მჭერმეტყველების ისტორიაც, ლოგიკის, როგორც მეცნიერების წარმოშობა და განვითარება.
პოლიტოლოგია– ისწავლება, როგორც არჩევითი ზოგადსაგანმანათლებლო საგანი 2 სემესტრი, ეთმობა 10 კრედიტი ანუ 250 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 100 საათი. საგანი მიმოიხილავს პოლიტოლოგიის მნიშვნელოვან საკითხებს. იგი სწავლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გეოგრაფიულ მდებარეობას, ეროვნულ შემადგენლობას, თავისებურებებს, პოლიტიკურ და სოციალურ წყობას, მსოფლიო გეოპოლიტიკასა და დიპლომატიის საკითხებს. აქვე დიდი ადგილი ეთმობა პოლიტიკური მმართველობის სახეებს, პოლიტპარტიებსა და საზოგადროებრივი ორგანიზაციების როლს სახელმწიფოების სტრუქტურასა და მართვაში. საგანი ემსახურება სტუდენტთა მსოფლმხედველობის გაფართოებასა და საერთო ინტელექტის ამაღლებას.
სასწავლო პრაქტიკა–ტარდება ქალაქის წამყვან საწარმოებსა და ბანკებში პრაქტიკოსი ეკონომისტების ხელმძღვანელობით. მას ეთმობა 5 კრედიტი ანუ 125 სასწავლო საათი. სასწავლო პრაქტიკა გაგრძელდება 6 კვირა (VII სემესტრის ბოლოს). გათვალისწინებულია 5 დღიანი სამუშაო კვირა. სტუდენტი დაწესებულებაში ეუფლება პროფესიას დღეში 4 სთ–ის განმავლობაში.
საბაკალავრო ნაშრომი სრულდება VIII სემესტრში. ეთმობა 10 კრედიტი, ანუ 250 სასწავლო საათი.

 

 
 
 
 
 

 

   გვერდის მესაკუთრე: სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ–ჰუმანიტარული უნივერსიტეტი
   ვებგვერდი შექმნილია: 30.01.2007; განახლებულია: 02.10.2009
   მისამართი: ქ.ზესტაფონი, ბიბილაშვილის 6.; ტელ: 5-44-71; 899 534 948
   ელ.ფოსტა: sehu.edu@posta.ge
   საიტის ავტორი მარინა ხიზანიშვილი