სპეციალობა: დაწყებითი განათლება
სწავლების საფეხური: ბაკალავრიატი
სპეციალობის კვალიფიკაცია: განათლების ბაკალავრი (დაწყებითი განათლება)
სწავლების ვადა: 8 სემესტრი
სასწავლო გეგმა
მოდული/სასწავლო კურსი
ECTS
საკონტაქტო
საათები
დამოუკიდებელი
მუშ. სთ.
კრედიტების განაწილება
სემესტრები
I
II
III
IV
V
VI
VII
VIII
ძირითადი სპეციალობის საგნები
135
I
სპეციალობის სავალდებულო
115
ა)
საუნივერსიტეტო დისციპლინათა მოდული
20
1
უცხო ენა
10
100
150
5
5
2
ინფორმატიკა
10
100
150
5
5
ბ)
პედაგოგიკის მოდული
10
1
პედაგოგიკა
5
50
75
5
2
პედაგოგიკის ისტორია
5
50
75
5
გ)
განათლების ფსიქოლოგიის მოდული
10
1
ზოგადი ფსიქოლოგია
5
50
75
5
2
ფსიქოლოგია (პედ. და ასაკობრივი)
5
50
75
5
დ)
თეორიული საფუძვლების მოდული
60
1
ქართული ენის დაწყებითი კურსის თეორიული საფუძვლები
15
150
225
5
5
5
2
ქართული ლიტერატურის დაწყებითი კურსის თეორიული საფუძვლები
15
150
225
5
5
5
3
მათემატიკის დაწყებითი კურსის თეორიული საფუძვლები
20
200
300
5
5
5
5
4
ბუნებისმეტყველების დაწყებითი კურსის თეორიული საფუძვლები
10
100
150
5
5
ე)
სწავლების მეთოდიკის მოდული
35
1
ქართული ენის დაწყებითი კურსის სწავლების მეთოდიკა.
10
100
150
5
5
2
ქართული ლიტ. დაწყებითი კურსის სწავლების მეთოდიკა.
10
100
150
5
5
3
მათემატიკის დაწყებითი კურსის სწავლების მეთოდიკა.
10
100
150
5
5
4
ბუნებისმეტყველების დაწყებითი კურსის სწავლების მეთოდიკა.
5
50
75
5
II
სპეციალობის არჩევითი
65
1
საბავშვო ლიტერატურა
10
100
150
5
5
2
კორექციული პედაგოგიკა
5
50
75
5
3
მუსიკალური აღზრდის თეორია და მეთოდიკა
10
100
150
5
5
4
საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის
5
50
75
5
5
დაწყებითი კურსის თეორიული საფუძვლები
5
50
75
5
6
საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის
10
100
150
5
5
7
დაწყებითი კურსის სწავლების მეთოდიკა
5
50
75
5
8
მხატვრული აღზრდის თეორია და მეთოდიკა
5
50
75
5
9
ფიზიკური აღზრდის თეორია და მეთოდიკა
5
50
75
5
10
შრომითი აღზრდის თეორია და მეთოდიკა
10
100
150
11
კულტურულ_საგანმანათლებლო მუშაობის მეთოდები
5
50
75
5
III
ოჯახში აღზრდისა და სწავლების მეთოდები
20
5
5
5
5
პედაგოგიური კვლევის მეცნიერული საფუძვლები
10
10
თავისუფალი საგნები
10
10
პრაქტიკა
240
1. სავალდებულო საგნები -135 ECTS
2. სპეციალობის არჩევითი დისციპლინები - 65 E ECTS
3. თავისუფალი საგანი - 20 ECTS
თავისუფალი საგანი სტუდენტს შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი სპეციალობის კურიკულუმიდან
პედაგოგიური პრაქტიკა სკოლაში - 10 ECTS
საბაკალავრო ნაშრომი - 10 ECTS
სულ: 240 ECTS
ძირითადი სასწავლო დისციპლინების ანოტაციები
ქართული ენა - ისწავლება 3 სემესტრი, როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი, ეთმობა 15 კრედიტი, ანუ 375 საათი, მათ შორის 150 საათი არის საკონტაქტო, დამოუკიდებელი მუშაობისათვის-225 საათია გამოყოფილი, საკურსო სამუშაო გათვალისწინებულია III სემესტრში და მის მომზადებას ეთმობა 20 საათი. საგანი მოიცავს ქართული ენის მორფოლოგიას, სინტაქსს, სტილისტიკას, ფონეტიკასა და ქართული ენის გრამატიკაის უმნიშვნელოვანეს საკითხებს. მისი სათანადო ათვისების შემდეგ სტუდენტი შეძლებს სწორად მეტყველებასა და წერას და კარგ პედაგოგად ჩამოყალიბებას. ქართული ლიტერატურა- ისწავლება როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი, 3 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 15 კრედიტი, ანუ 375 საათი, რომელთა შორის 150 საათი საკონტაქტოა, დამოუკიდებელი სამუშაოს-225 საათი ეთმობა. საგანი მოიცავს ძველ, ახალ და უახლეს ლიტერატურას. ის სტუდენტს აცნობს ქართველ მწერალთა ბიოგრაფიებსა და შემოქმედებას, ლიტერატურულ მიმდინარეობებს, უყალიბებს ტექსტის მხატვრული ანალიზის უნარს. საგანი მიმოიხილავს ლიტერატურის თეორიის საკითხებსა და ქართულ ფოლკლორს. მეტყველების კულტურა- ისწავლება როგორც ზოგადსაგანმანათლებლო არჩევითი საგანი, 2 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 10 კრედიტი, რაც გულისხმობს 250 საათს, მათ შორის 100 საათი საკონტაქტოა, დამოუკიდებელ მუშაობას-150 საათი ეთმობა. საგანი სწავლობს ქართული მართლწერისა და მართლმეტყველების საკითხებს, რაც მეტად აქტუალურია თანამედროვე საზოგადოებაში. იგი მიმოიხილავს ენის შინაგან სტრუქტურულ თავისებურებებს და ყურადღებას ამახვილებს მხატვრულ მეტყველებაზე, სწორი ინტონაციის ჩამოყალიბებაზე. მასში გათვალისწინებულია მჭერმეტყველების მნიშვნელოვანი საკითხებიც. დიდი ყურადღება ექცევა პრაქტიკულ მეცადინეობებს. ქართული ენის სწავლების მეთოდიკა- ისწავლება როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი, 2 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 10 კრედიტი, ანუ 250 საათი, რომელთა შორის 100 საათი საკონტაქტოა, დამოუკიდებელ მუშაობას -150 საათი ეთმობა, საგანი, განიხილავს რა ქართული ენის გრამატიკის სხვადასხვა ასპექტებს, სტუდენტს ასწავლის, როგორ გდასცეს მოსწავლეს უკვე მიღებული ცოდნა, როგორ გააცნოს მას გრამატიკის წესები და დადგენილი ნორმები, ასწავლოს მათი სწორი გამოყენება წერით და ზეპირ მეტყველებაში. საგანი სტუდენტს აცნობს იმ თანამედროვე ხერხებსა და პედაგოგიურ მეთოდებს, რომლებიც მას დაეხმარება პედაგოგიურ მოღვაწეობაში ქართული ენის სწავლებისას. ამ საგნის სწავლებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება პედაგოგიურ პრაქტიკას, რომელიც ტარდება სწავლების პარალელურად 8 კვირის განმავლობაში, სასწავლო სემესტრის ბოლოს და ეთმობა 10 კრედიტი, ანუ 250 საათი, მათ შორის 200 საათი ეთმობა სკოლაში გაკვეთილების დასწრებას, ანალიზსა და ჩატარებას, დამრიგებლის მუშაობის გაცნობასა და ღონისძიებების მომზადებას, სასკოლო ცხოვრების კარგად გაცნობის მიზნით, სტუდენტები სკოლაში იქნებიან ყოველ სასწავლო დღეს 5 სთ-ის განმავლობაში (ანუ კვირაში 25 საათი), დამოუკიდებელ მუშაობას ეთმობა 30 საათი, საბოლოო გამოცდის, ანუ პრაქტიკის პერიოდში შესრულებული სამუშაოს დაცვის მოსამზადებლად განკუთვნილია 20 საათი. ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა- ისწავლება როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი, 2 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 10 კრედიტი, ანუ 250 საათი, მათ შორის 100 სასწავლო საათი საკონტაქტოა, დამოუკიდებელ მუშაობას -150 საათი ეთმობა. საგანი მიმოიხილავს იმ პედაგოგიურ მეთოდებს, პრინციპებსა და საშუალებებს, რომლებიც საჭიროა I-VI კლასებში ქართული ლიტერატურის სასწავლებლად. აქვეა გათვალისწინებული გამართული კითხვისა და წერის სწავლება, ამ საგნის სწავლებაში დიდი როლო ენიჭება პედაგოგიურ პრაქტიკას, რომელიც ტარდება სემესტრის ბოლოს და ეთმობა 10 კრედიტი, ანუ 250 საათი. მათემატიკა-ისწავლება როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი, 4 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 20 კრედიტი, რაც ითვალისწინებს 500 სასწავლო საათს, მათ შორის 200 სთ. საკონტაქტოა, დამოუკიდებელი მუშაობისათვის -300 საათი. საკურსო სამუშაო გათვალისწინებულია IV სემესტრში, მის მომზადებას ეთმობა 20 საათი. საგანი შეისწავლის მათემატიკურ მეთოდებს, რომლებსაც სტუდენტი გამოიყენებს პედაგოგიურ მოღვაწეობაში. ის ეცნობა სიმრავლეთა თეორიას, წრფივი ალგებრის ელემენტებსა და სხვა ნაწილებს, გეომეტრიას, გეომეტრიულ ფიგურათა თავისებურებებსა და სხვა აუცილებელ საკითხებს. სტუდენტი ეჩვევა მათემატიკის სახელმძღვანელოზე მუშაობას და მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას. მათემატიკის სწავლების მეთოდიკა- ისწავლება როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი, 2 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 10 კრედიტი, რაც გულისხმობს 250 სასწავლო საათს, მათ შორის საკონტაქტოა 100 სთ., დამოუკიდებელი მუშაობისათვის -150 საათი. საგანი მიმოიხილავს მათემატიკის სწავლების მეთოდებს, პრინციპებსა და საშუალებებს დაწყებით კლასებში. საგნის სწავლებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სასწავლო პრაქტიკას, სადაც სტუდენტები გაეცნობიან უახლეს თანამედროვე მეთოდებს. უცხო ენა - ისწავლება როგორც ძირითადი საუნივერსიტეტო საგანი, 2 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 10 კრედიტი, ანუ 250 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 100 სთ., დამოუკიდებელი მუშაობისათვის -150 საათი. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, შესასწავლად აირჩიონ ინგლისური, გერმანული, ფრანგული ან რუსული ენა. უცხო ენის კურსი სტუდენტს შეასწავლის უცხო ენის გრამატიკას, ლექსიკას, წერა-კითხვას. ამ ასპექტების ათვისების შემდეგ ის შეძლებს მუშაობის პროცესში საჭირო ტექსტების თარგმნას, შესწავლას, გამოყენებას, დოკუმენტაციის შედგენას. ბუნებისმეტყველება- ისწავლება როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი. იგი გულისხმობს დაწყებითი განათლების სპეციალობისათვის აუცილებელ დისციპლინების გაერთიანებას. ასეთებია: ბოტანიკა, ზოოლოგია, ანატომია-ფიზიოლოგია, ბუნებისმეტყველებისა და ეკოლოგიის სხვადასხვა ასპექტები. საგანი ისწავლება 2 სემესტრის განმავლობაში და ეთმობა 10 კრედიტი, ანუ 250 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 100 საათი. დამოუკიდებელი მუშაობისათვის -150 საათი. საგნის შესწავლისას სტუდენტები ეცნობიან თანამედროვე ბიოლოგიური მეცნიერების საფუძვლებს, ბიოლოგიური სისტემების აგებულებასა და ფუნქციებს, გარემოსთან ურთიერთდამოკიდებულებას, ეუფლებიან შესაბამის სამეცნიერო ტერმინოლოგიას, ბუნების მოვლენების არსსა და თავისებურებებს, ბუნების დაცვის პრინციპებს, აქტუალურ ეკოლოგიურ საკითხებს. აღნიშნულ საგანს უკავშირდება ბუნებისმეტყველების სწავლების მეთოდიკა. ის ისწავლება 1 სემესტრის განმავლობაში, როგორც სპეციალობის ძირითადი დისციპლინა. მას ეთმობა 5 კრედიტი, ანუ 125 საათი, რაც გულისხმობს 50 საკონტაქტო საათს, დამოუკიდებელი მუშაობისათვის -75 საათს. საგნი აჯამებს ბიოლოგიასა და ეკოლოგიაში შესწავლილ საკითხებს, სტუდენტს დამატებით აწვდის მასალებს გეოგრაფიიდან, ასტრონომიიდან და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან, რათა შეძლოს, სათანადოდ იმუშაოს ბუნების სახელმძღვანელოზე და შესაბამისად საინტერესოდ და გარკვევით მიაწოდოს ცოდნა მოსწავლეებს. უახლესი მეთოდების დაუფლებაში დიდი როლი ენიჭება სასწავლო პრაქტიკას. შრომითი იღზრდის თეორია და მეთოდიკა- ისწავლება, როგორც სპეციალობის არჩევითი საგანი 1 სემესტრის განმავლობაში, რაც მოიცავს 5 კრედიტს და ეთმობა 125 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 50 საათი, დამოუკიდებელი მუშაობისათვის -75 საათი. საგნის თეორიულ ნაწილში სტუდენტები სწავლობენ ხელოვნების დარგებს, მათ დახასიათებას, მიმოიხილავენ ხალხურ შემოქმედებას, შემდეგ პრაქტიკულ მეცადინეობებზე თავად ეუფლებიან შემოქმედებითი საქმიანობის ტექნიკურ საშუალებებს, რაც ხელს უწყობს მათში შრომითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. სტუდენტები ეცნობიან შრომის სწავლების მეთოდიკას, ითვისებენ იმ პრინციპებსა და საშუალებებს, რაც საჭიროა გაკვეთილის ჩასატარებლად. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პრაქტიკულ-ლაბორატორიულ მეცადინეობებსა და პედაგოგიურ პრაქტიკას. მხატვრული აღზრდის თეორია და მეთოდიკა- ისწავლება, როგორც სპეციალობის არჩევითი საგანი, 2 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 10 კრედიტი, რაც გულისხმობს 250 სასწავლო საათს, მათ შორის საკონტაქტოა 100 სთ, დამოუკიდებელ მუშაობას ეთმობა- 150 სთ. საგანი სტუდენტებს აწვდის ცოდნას ხატვა-ფერწერისა და ხელოვნების ისტორიის საფუძვლებში, თეორიასა და მეთოდიკაში. ამავე დროს კურსის მიზანია სტუდენტებს თავად განუვითაროს ფერთა ჰარმონიის, სიმეტრიის, შუქ-ჩრდილების, ნატურიდან ხატვის, პერსპექტივის, სამყაროს სივრცითი აღქმის ელემენტები. ყოველივე ეს ხორციელდება პრაქტიკულ მეცადინეობებზე შესაბამისი თვალსაჩინოებების, ახსნა-განმარტებების, ნიმუშების ჩვენების საფუძველზე. მუსიკალური აღზრდის თეორია და მეთოდიკა- ისწავლება, როგორც სპეციალობის არჩევითი საგანი, 2 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 10 კრედიტი, რაც გულისხმობს 250 სასწავლო საათს, მათ შორის საკონტაქტოა 100 სთ., დამოუკიდებელი მუშაობისათვის -150 სთ. საგანი მიმოიხილავს მუსიკის თეორიას, მის ჟანრებს. სტუდენტები სწავლობენ სიმღერას, ნოტებს, მუსიკალური ნაწარმოებების გარჩევას, ინსტრუმენტზე დაკვრას, სცენისა თუ წარმოდგენის მუსიკალურ გაფორმებას. შემდეგ ეუფლებიან იმ მეთოდებს, საშუალებებსა და პრინციპებს, რომელთა დახმარებით შეძლებენ მუსიკის სწავლებას დაწყებით კლასებში. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საბავშვო, საყმაწვილო და პატრიოტულ მუსიკალურ ნაწარმოებების შესწავლას. მეთოდიკას სრულყოფენ პედაგოგიური პრაქტიკის დროს. კორექციული პედაგოგიკა- ისწავლება, როგორც სპეციალობის არჩევითი საგანი. 1 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 5 კრედიტი, ანუ 125 სასწავლო საათი, მათ შორის საკონტაქტოა 50 საათი., დამოუკიდებელი მუშაობისათვის -75 საათი. საგანი განიხილავს იმ დეფექტურ მოვლენებს, რაც შეიძლება ახასიათებდეს მოსწავლეს დაწყებით კლასებში. მოცემული კურსი ასწავლის სტუდენტს, როგორ წარმართოს მუშაობა, როგორ შეძლოს მდგომარეობის გამოსწორება. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ლოგოპედიას. ფიზიკური აღზრდის თეორია და მეთოდიკა- ისწავლება, როგორც სპეციალობის არჩევითი საგანი, 1 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 5 კრედიტი, რაც გულისხმობს 125 სასწავლო საათს, მათ შორის საკონტაქტოა 50 საათი, დამოუკიდებელი მუშაობისათვის -75 სთ. საგანი სწავლობს ბავშვის ფიზიოლოგიურ თავისებურებებს, ფიზიკური კულტურის მიზნებსა და ამოცანებს, მისი სწავლების მეთოდიკას, ვარჯიშების სახეობებს და გაკვეთილზე მათი გამოყენების წესებს. კურსის განმავლობაში სტუდენტები ეუფლებიან დაწყებით კლასებში ფიზკულტურის გაკვეთილის ჩატარების მეთოდიკას, ტექნიკას, ეცნობიან გაკვეთილის სტრუქტურასა და მეთოდიკას. დიდი მნიშვნელობა ენიჭება პედაგოგიურ პრაქტიკას. საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის დაწყებითი კურსის თეორიული საფუძვლები - წავლება, როგორც სპეციალობის არჩევითი საგანი. 1 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 5 კრედიტი, რაც მოიცავს 125 სასწავლო საათს, მათ შორის საკონტაქტოა 50 საათი. დამოუკიდებელი მუშაობისათვის -75 სთ. იგი მიმოიხილავს საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე, განიხილავს მნიშვნელოვან მოვლენებსა და თარიღებს ჩვენი ერის ცხოვრებიდან. ამავე დროს სტუდენტი იძენს ცოდნას გეოგრაფიაში. საგნობრივი ჯგუფის კომპლექსური შესწავლა დაეხმარება სტუდენტს აღიქვას სამყარო მთლიანობაში და განსაზღვროს საქართველოს მნიშვნელობა მსოფლიო პროცესში. აღნიშნულ საგანს უკავშირდება საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკა-ის ისწავლება 1 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 5 კრედიტი, რაც მოიცავს 125 სასწავლო საათს, მათ შორის საკონტაქტოა 50 საათი. დამოუკიდებელი მუშაობისათვის -75 სთ.საგანი აჯამებს საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიაში შესწავლილ საკითხებს და მიმოიხილავს საგნის სწავლების მეთოდებს, პრინციპებს და საშუალებებს. პედაგოგიკა-ისწავლება, როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი, 2 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 10 კრედიტი, რაც გულისხმობს 250 სასწავლო საათს, მათ შორის საკონტაქტოა 100 სთ. დამოუკიდებელი მუშაობისათვის -150 სთ. საგანი სწავლობს პედაგოგიკის მნიშვნელოვან საკითხებს, დასაწყისში ისწავლება პედაგოგიკის ზოგადი ასპექტები, რაც ითვალისწინებს მასწავლებლის პროფესიის არსის წარმოჩენას. საგანი მიმოიხილავს სწავლების ზოგად და კერძო პრინციპებს, ბავშვის აღზრდის თეორიას. მე-2 ნაწილი მოიცავს პედაგოგიკის ისტორიას, დიდაქტიკის საკითხების განხილვასა და პედაგოგიური პრაქტიკის დროს ათვისებული ცოდნის გამოყენების საშუალებებს. ინფორმატიკა - სწავლება, როგორც საუნივერსიტეტო სავალდებულო საგანი, 2 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 10 კრედიტი, ანუ 250 სასწავლო მათ შორის საკონტაქტოა 100 სთ, დამოუკიდებელ მუშაობისათვის -150 სთ. საგანი შეასწავლის სტუდენტებს თანამედროვე საოფისე პროგრამებს, კომპიუტერული სისტემების საფუძვლებს, საშუალებას აძლევს მათ, სათანადო დონეზე შეასრულონ სამუშაო და გააფორმონ დოკუმენტაცია, გამოიყენონ კომპიუტერი არამარტო სამეცნიერო და სასწავლო მიზნით, არამედ პედაგოგიურ მოღვაწეობაშიც. ფილოსოფია-ისწავლება, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო არჩევითი საგანი, 2 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 10 კრედიტი, ანუ 250 საათი, მათ შორის საკონტაქტოა 100 სთ. დამოუკიდებელი მუშაობისათვის -150 სთ. საგანი სწავლობს ფილოსოფიის ძირითად ცნებებსა და პრობლემებს, ფილოსოფიის ისტორიასა და მის უმთავრეს მიმართულებს. ის ემსახურება სტუდენტის ინტელექტის ამაღლებასა და ერუდიციის გაფართოებას. მიღებულ ცოდნას ის გამოიყენებს პრაქტიკულ მოღვაწეობაში. ფსიქოლოგია - ისწავლება, როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი, რადგან ყოველი მასწავლებელი ვალდებულია, კარგად იცოდეს ბავშვის ფსიქოლოგია. აღნიშნულ დისციპლინას ეთმობა 10 კრედიტი, ისწავლება 2 სემესტრი, 250 სასწავლო საათი. მათ შორის საკონტაქტოა 100 სთ. დამოუკიდებელ სამუშაოს -150 სთ.
საგანი აცნობს სტუდენტს ფსიქოლოგიის არსს, დანიშნულებას, მისი გამოყენების უნარს სასწავლო პროცესსა და პრაქტიკულ მოღვაწეობაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პედაგოგიური ფსიქოლოგიისა და ბავშვის ასაკობრივი ფსიქოლოგიის სწავლებას. საბავშვო ლიტერატურა - ისწავლება, როგორც სპეციალობის არჩევითი საგანი, 2 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 10 კრედიტი, ანუ 250 სასწავლო საათი, მათ შორის 100 სთ. საკონტაქტოა. დამოუკიდებელი სამუშაოსათვის -150 სთ. საგანი სწავლობს საბავშვო მწერლობის ნიმუშებს, მწერალთა ბიოგრაფიებს, საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის თავისებურებებს, მათ მნიშვნელობას მომავალი თაობის აღზრდაში. გარკვეული ადგილი დაეთმობა საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის მსოფლიოში ცნობილი ნიმუშების თარგმანებს. კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის მეთოდები - ისწავლება, როგორც სპეციალობის არჩევითი საგანი, 1 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 5 კრედიტი, ანუ 125 სასწავლო საათი, მათ შორის 50 სთ. საკონტაქტოა. დამოუკიდებელი სამუშაოსათვის -75 სთ. საგანი მიმოიხილავს კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის თავისებურებებს და სტუდენტებს აუფლებს კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზაციისა და ჩატარების მეთოდიკას. პედაგოგიური კვლევის მეცნიერული საფუძვლები - ისწავლება, როგორც სპეციალობის არჩევითი საგანი, 1 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 5 კრედიტი, ანუ 125 სასწავლო საათი, მათ შორის 50 სთ. საკონტაქტოა. დამოუკიდებელი სამუშაოსათვის -75 სთ. საგანი მიმოიხილავს პედაგოგიური აზრისა და პედაგოგიური პრაქტიკის განვითარების საფუძველზე თანამედროვე კონცეფციების გააზრებას და განვითარებას
გვერდის მესაკუთრე: სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის
ეკონომიკურ–ჰუმანიტარული უნივერსიტეტი
ვებგვერდი შექმნილია: 30.01.2007; განახლებულია:
02.10.2009
მისამართი: ქ.ზესტაფონი, ბიბილაშვილის 6.; ტელ: 5-44-71; 899 534 948
ელ.ფოსტა: sehu.edu@posta.ge საიტის ავტორი მარინა ხიზანიშვილი