უნივერსიტეტი

სასწავლო პროცესი

ახალი ამბები

 

კ უ რ ი კ უ ლ უ მ ი

სპეციალობა: ჰუმანიტარული მეცნიერებანი
სწავლების საფეხური: ბაკალავრიატი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი (უცხო ენა)
სწავლების ვადა: 8 სემესტრი

სასწავლო გეგმა

 

მოდული/სასწავლო კურსი

ECTS

საკონტაქტო
საათები

დამოუკიდებელი
მუშ. სთ.

კრედიტების განაწილება

სემესტრები

 

I

II

III

IV

V

VI

VII

 

VIII

 

ძირითადი სპეციალობის საგნები

205

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

I

საფაკულტეტო სავალდებულო

45

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

ქართული ენა

5

50

75

5

 

 

 

 

 

 

 

2

ენათმეცნიერება

5

50

75

 

5

 

 

 

 

 

 

3

დასავლეთ ევროპის ლიტერატურა

10

100

150

 

 

5

5

 

 

 

 

4

პედაგოგიკა

5

50

75

 

 

5

 

 

 

 

 

5

თარგმანის თეორია და პრაქტიკა

5

50

75

 

 

 

 

 

 

 

5

6

ფსიქოლოგია

5

50

75

 

 

 

5

 

 

 

 

7

ინფორმატიკა

10

100

150

5

5

 

 

 

 

 

 

II

სპეციალობის სავალდებულო

160

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

ინგლისური ენა

110

1100

1650

15

15

15

15

15

15

10

10

2

ინგლისური ლიტერატურა

5

50

75

 

 

 

 

5

 

 

 

3

ინგლისური ენის სტრუქტურა (თ. ფონეტიკა, თ. გრამატიკა)

5

50

75

 

 

 

 

 

5

 

 

4

ინგლისური ენის ლექსიკოლოგია

5

50

75

 

 

 

 

 

 

5

 

5

ინგლისური ენის სტილისტიკა

5

50

75

 

 

 

 

 

 

 

5

6

ინგლისური ენის ისტორია

5

50

75

 

 

 

 

 

 

5

 

7

ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა

10

100

150

 

 

 

 

 

5

5

 

8

II უცხო ენა

15

150

225

 

 

5

5

5

 

 

 

III

სპეციალობის არჩევითი საგნები

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

ქვეყანათმცოდნეობა
შესასწავლი უცხო ქვეყნის ისტორია

5

50

75

 

 

 

 

5

 

 

 

შესასწავლი უცხო ქვეყნის გეოგრაფია

2

მე_19 ს. ამერიკული ლიტერატურა

5

50

75

 

 

 

 

 

5

 

 

3

მე_20 ს. ამერიკული ლიტერატურა

10

 

 

5

5

 

 

 

 

 

 

IV

თავისუფალი საგნები

5

 

 

 

 

 

 

 

 

5

 

V

პრაქტიკა

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

10

VI

საბაკალავრო ნაშრომი

240

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1. სავალდებულო საგნები - 205 ECTS
2. სპეციალობის არჩევითი დისციპლინები - 10 ECTS
3. თავისუფალი საგანი - 10 ECTS
თავისუფალი საგანი სტუდენტს შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი სპეციალობის კურიკულუმიდან

პრაქტიკა - 5 ECTS
საბაკალავრო ნაშრომი - 10 ECTS

სულ:240 ECTS

ძირითადი სასწავლო დისციპლინების ანოტაციები

შესასწავლი უცხო ენის გრამატიკა - უცხო ენათა სპეციალობაზე ისწავლება რვა სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 40 კრედიტი, რაც ითვალისწინებს 1000 სასწავლო საათს, მათ შორის 400 საკონტაქტოა, დამოუკიდებელ მუშაობას ეთმობა -600 საათი. კოლოქვიუმები და სხვა შუალედური შემოწმებები ტარდება ყოველ სემესტრში და მიღებული შეფასებები ემატება შეფასების სხვა კრიტერიუმებით გათვალისწინებულ ქულებს.  საკურსო სამუშაო შესრულდება V სემესტრში და მოსამზადებლად ეთმობა 20 საათი. შესასწავლი უცხო ენის გრამატიკა მოიცავს მორფოლოგიას, სინტაქსს, მართლწერის წესებს, პუნქტუაციას, სიტყვათწარმოებასა და სხვა მნიშვნელოვან გრამატიკულ საკითხებს. საგნის მიზანია, სტუდენტი შეგნებულად დაეუფლოს უცხო ენის შინაგან სტრუქტურას, ჩამოუყალიბოს წერისა და მეტყველების  სწორი უნარ- ჩვევები.
შესასწავლი უცხო ენის ლექსიკა- საუბრის ხელოვნება, კითხვა, მხატვრული ტექსტის კითხვა, პრესის ენა- კურსი იკითხება 8 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 40 კრედიტი ანუ 1000 საათი. მათ შორის საკონტაქტოა 400 საათი, დამოუკიდებელ მუშაობას ეთმობა -600 საათი. საკურსო სამუშაო სრულდება VI სემესტრში და მოსამზადებლად ეთმობა 20 საათი. სტუდენტები სწავლობენ შესასწავლი უცხო ენის ლექსიკას, ანუ სიტყვათა მარაგს, სათანადოდ შერჩეულ ლიტერატურაზე დაყრდნობით ითვისებენ აქტიურ ლექსიკურ მარაგს, სიტყვათწარმოქმნისა და ფრაზეოლოგიის ნიუანსებს. საწყის ეტაპზე სტუდენტები მუშაობენ ადაპტირებულ ტექსტებზე, შემდეგ კი გადადიან ორიგინალურ თხზულებებსა და პოეტურ ნაწარმოებებზე. სტუდენტები ეცნობიან ცნობილი მწერლების ბიოგრაფიასა და შემოქმედებას, პრესას, ასრულებენ სავარჯიშოებს და ეუფლებიან აზრის სწორად ჩამოყალიბებისა და მხატვრული ტექსტის ანალიზის უნარს. საგანი ითვალისწინებს საშინაო კითხვას, როცა სტუდენტები დამოუკიდებლად ეცნობიან ცნობილ მწერალთა ნაწარმოებებს. მისი მიზანია უცხო ენის ლექსიკური მარაგის გამდიდრება, დახვეწა, გამრავალფეროვნება. ტექსტზე დამოუკიდებელი მუშაობის პროცესში სტუდენტს უყალიბდება სწორი წერა-კითხვის, მეტყელებისა და თარგმნის ჩვევები. იგი ეჩვევა ლექსიკონზე დამოუკიდებელ მუშაობას, სათანადო მასალის მოძიებასა და გამოყენებას. საგნის ათვისებისას დიდი ყურადღება ექცევა უცხო ენაზე სწორი მეტყველების კულტურის ჩამოყალიბებას, აქტიურად გამოიყენება ლინგოფონის კაბინეტი; სტუდენტები სწავლობენ სხვადასხვა ტექსტებს, დიალოგებსა და აუდიოტექნიკის გამოყენებით ეუფლებიან დამოუკიდებელი მეტყველების უნარს, სწავლობენ საუბარში ფართოდ გამოსაყენებელ ლექსიკას, იდიომებს, დიალექტურ გამოთქმებს. ლექტორი იყენებს სიტუაციების მოდელირების მეთოდს და სტუდენტს უვითარებს უცხო ენაზე დიალოგური და მონოლოგური მეტყველების, მოსმენილის თარგმნისა და გააზრების უნარს.
წერითი პრაქტიკა-ისწავლება 4 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 20 კრედიტი, ანუ 500 სასწავლო საათი. მათ შორის  200 საკონტაქტოა,  დამოუკიდებელი მუშაობისათვის  განკუთვნილია 300 საათი. წერითი პრაქტიკის სწავლებისას უმთავრესი ყურადღება ექცევა წერით ჩვევების ჩამოყალიბებას, მართლწერის წესების ცოდნას, სტუდენტები ეჩვევიან კარნახის შესრულებასა და თემების დამუშავებას. წერითი პრაქტიკის საგანი ემსახურება სწორი და ლამაზი წერითი მეტყველების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
უცხო ენის სწავლების მეთოდიკა- ისწავლება როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი 2 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 10 კრედიტი, რაც გულისხმობს 250 სასწავლო საათს, მათ შორის საკონტაქტოა 100 საათი, დამოუკიდებელი მუშაობისათვის განკუთვნილია 150 სთ. საგანი მოიცავს იმ ძირითად პრინციპებსა და საშუალებებს, რომლებსაც უნდა ფლობდეს სტუდენტი, რათა შეძლოს პედაგოგიური მოღვაწეობა. მეთოდიკა ითვალისწინებს უახლესი მეთოდებისა და პრინციპების სწავლებას, რაც აუცილებელია თანამედროვე მასწავლებლისათვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრროს მითითებით დაინერგა საშუალო სკოლების ე. წ. პილოტირებულ კლასებში. უცხო ენათა სწავლების მეთოდიკის ათვისებაში უდიდესი როლი ენიჭება პედაგოგიურ პრაქტიკას, რომელსაც  პროგრამის მიხედვით ეთმობა 5 კრედიტი, ანუ 125 საათი. სტუდენტი ვალდებულია პედაგოგიური პრაქტიკა გაიაროს 6 კვირის განმავლობაში, მის მიერ ჩატარებული და მოსმენილი გაკვეთილების რაოდენობა უნდა შეადგენდეს კვირაში 20 საათს.
ფონეტიკა-ისწავლება როგორც სპეციალობის ძირითადი საგანი 2 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 10 კრედიტი, რაც გულისხმობს 250 საათს, მათ შორის საკონტაქტოა 100 საათი. დამოუკიდებელ მუშაობას- 150 საათი ეთმობა. სტუდენტები საფუძვლიანად ეცნობიან და სწავლობენ შესასწავლი უცხო ენის ფონეტიკურ სისტემას, ეუფლებიან სწორი კითხვისა და ბგერათა წარმოთქმის უნარ-ჩვევებს, აცნობიერებენ განსხვავებას მშობლიური ენისა ფონეტიკურ სისტემასა და შესასწავლი უცხო ენის ბგერით შემადგენლობას შორის. საგნის სწავლებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, აუდირებასა და წარმოთქმის ტექნიკის დამუშავებას.
მეორე უცხო ენა-ისწავლება 3 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 15 კრედიტი, რაც მოიცავს 375 საათს, მათ შორის  საკონტაქტოა 150 საათი. დამოუკიდებელი მუშაობისათვის -225 საათია გათვალისწინებული. სტუდენტები II უცხო ენას ირჩევენ ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებს შორის. ამ საგნის  შესწავლა ხელს შეუწყობს პიროვნების თვალსაწიერის გაფართოებას, ინტელექტის უფრო ამღლებას და შერჩეული პროფესიის უკეთ დაუფლებას. სტუდენტთა სურვილის შემთხვევაში უნივერსიტეტი მოიწვევს სხვა ენის სპეციალისტსაც.
დასავლეთ ევროპის ლიტერატურა- ისწავლება 2 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 10 კრედიტი, რაც მოიცავს 250 სასწავლო საათს, იგი გულისხმობს 100 საკონტაქტო და დამოუკიდებელი მუშაობისათვის -150 საათს, საგანი მიმოიხილავს მსოფლიო ლიტერატურულ პროცესებს. სტუდენტები ეცნობიან ანტიკური ლიტერატურის მნიშვნელოვან საკითხებს და შემდეგ გადადიან ევროპული ლიტერატურის განხილვაზე. ისინი შეისწავლიან შუა საუკუნეებში იტალიაში, გერმანიაში, ინგლისში, ესპანეთსა და საფრანგეთში არსებულ ლიტერატურულ მიმდინარეობებსა და მათ მნიშვნელოვან წარმომადგენლებს. სტუდენტები განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ შესასწავლი უცხო ენის ლიტერატურასა და თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებზე, რისთვისაც ცალკე კრედიტია გამოყოფილი. ინგლისური ლიტერატურა- ისწავლება ერთი სემესტრი, ეთმობა 5 კრედიტი ანუ 125 საათი, მათ შორის საკონტაქტოა 50 საათი.
ძირითადი უცხო ენის თეორიული კურსი-ისწავლება, როგორც სპეციალობის ძირითადი კურსი 3 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 15 კრედიტი, რაც გულისხმობს 375 სასწავლო საათს, მათ შორის საკონტაქტოა 150 საათი და  დამოუკიდებელი მუშაობის 225 საათი.
ძირითადი უცხო ენის თეორიული კურსი მოიცავს შესასწავლი უცხო ენის  ლექსიკოლოგიას, ენის ისტორიასა და სტილისტიკას. ყოველ შემადგენელ ნაწილს სწავლობენ 1 სემესტრის განმავლობაში. ლექსიკოლოგია სტუდენტებს აცნობს შესასწავლი უცხო ენის ლექსიკის განსაკუთრებულ მოვლენებს, სიტყვათწარმოების საშუალებებს, კომპოზიტებს, ენაში არსებულ რთულ და მარტივ შემოკლებებს, დერივაციას, კონვერსიას და სხვა ლექსიკოლოგიურ საკითხებს. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ფრაზეოლოგიას, ეტიმოლოგიას და ლექსიკოგრაფიას.
უცხო ენის ისტორია თეორიული კურსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. იგი მიმოიხილავს უცხო ენის წარმოშობას, განვითარების ეტაპებსა და ისტორიას, ენობრივ თავისებურებებს, ურთიერთობას სხვა ენებთან, მათ ურთიერთზეგავლენასა და ნათესაობას, ენაში მომხდარ ისტორიულ ცვლილებებს.
სტილისტიკა-სწავლობს უცხო ენის სტილისტიკას, როგორც ენის სტრუქტურის მნიშვნელოვან ასპექტს. იგი ითვალისწინებს უცხო ენის სტილური თავისებურებების გაცნობასა და ათვისებას, სწორი, გამართული აზრის ჩამოყალიბების თავისებურებას.
პედაგოგიკა- ისწავლება, როგორც აუცილებელი დისციპლინა, ვინაიდან მოცემული სპეციალობისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს პედაგოგიური უნარჩვევების ათვისებას. იგი ისწავლება 1 სემესტრის განმავლობაში და ითვალისწინებს 5 კრედიტს, ანუ 125 სასწავლო საათს, მათ შორის საკონტაქტოა 50 საათი. საგანი მიმოიხილავს პედაგოგოგიკის ზოგად ასპექტებს, რაც ითვალისწინებს მასწავლებლის პროფესიის არსის წარმოჩენას, მისი მიზნისა და ამოცანების გაცნობა-შეთვისებას, ბავშვის აღზრდის თეორიისა და პრინციპების შესწავლას. II ნაწილი მოიცავს პედაგოგიკის ისტორიას, დიდაქტიკის საკითხების განხილვას და პედაგოგიურ პრაქტიკაში მათი გამოყენების საშუალებებს. პედაგოგიკის სრულყოფილ ათვისებას ემსახურება პედაგოგიური პრაქტიკა.
ენათმეცნიერება- ისწავლება, როგორც აუცილებელი საგანი, ეთმობა 5 კრედიტი, ანუ 125 საათი, რაც ითვალისწინებს 1 სემესტრის განმავლობაში 50 საკონტაქტო საათს. დამოუკიდებელი მუშაობისათვის-75 საათს.  ენათმეცნიერება მიმოიხილავს მსოფლიოში არსებულ ენებს, მათ წარმოშობას, განვითარებას, ფონეტიკურ და სხვა გრამატიკულ თავისებურებებს, არკვევს ენათა ურთიერთმიმართებას და ეხმარება სტუდენტს, სწორად აღიქვას შესასწავლი უცხო ენის შინაგანი სტრუქტურა, გაიადვილოს მისი შესწავლა და მისი საშუალებით დაეუფლოს სხვა მონათესავე ენებს.
ქართული ენა-ისწავლება, როგორც აუცილებელი საგანი 1 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 5 კედიტი, რაც გულისხმობს 125 სასწავლო საათს, მათ შორის საკონტაქტოა 50 საათი. საგანი მოიცავს თანამედროვე ქართული ენის ფონეტიკას, მორფოლოგიას, სინტაქსს, სტილისტიკას, მართლწერისა და მართლმეტყველების საკითხებს. გრამატიკული კატეგორიების  ახსნისას პარალელი კეთდება შესასწავლი უცხო ენასთან, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტს, სწორად გაიაზროს  მშობლიური და უცხო ენების შინაგანი სტრუქტურა და საფუძვლიანად დაეუფლოს არჩეულ პროფესიას.
ინფორმატიკა- ისწავლება, როგორც აუცილებელი საგანი 2 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 10 კრედიტი, ანუ 250 საათი, საიდანაც 100 საკონტაქტოა. 150 საათი- დამოუკიდებელი მუშაობის. საგანი შეასწავლის სტუდენტებს თანამედროვე საოფისე პროგრამებს, კომპიუტერის სტრუქტურასა და სათანადო გამოყენებას. საგნის ათვისება საშუალებას მისცემს სტუდენტს, აქტიურად გამოიყენონ ინტერნეტი,  სათანადო დონეზე შეასრულონ სამუსაო და გააფორმონ დოკუმენტაცია, გამოიყენონ კომპიუტერი არამარტო სამეცნიერო და სასწავლო მიზნით, არამედ- პედაგოგიურ მოღვაწეობაშიც.
თარგმანის თეორია და პრაქტიკა-ისწავლება 1 სემესტრის განმავლობაში, როგორც აუცილებელი საგანი. მას ეთმობა 5 კრედიტი, რაც მოიცავს 125 სასწავლო საათს, მათ შორის საკონტაქტოა 50 საათი. დამოუკიდებელ სამუშაოს ეთმობა 75 საათი. საგანი მიმოიხილავს თარგმნის თეორიას, ზუსტი და მიახლოებითი თარგმნის შესრულების პრინციპებს, სინქრონული თარგმნის შესრულების პრობლემურ საკითხებს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრაქტიკულ მეცადინეობებს. სტუდენტები განიხილავენ უკვე არსებული მხატვრული თარგმნის ნიმუშებს და შეასრულებენ დამოუკიდებელ თარგმანებს პრესიდან, მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურიდან. სწავლებაში აქტიურად გამოიყენება აუდიო და ვიდეო მასალა, სტუდენტები შეასრულებენ მულტიპლიკაციური და მხატვრული ფილმების სინქრონულ თარგმანებს მშობლიურ და შესასწავლი უცხო მენებზე.
ფსიქოლოგია-ისწავლება, როგორც საფაკულტეტო საგანი 1 სემესტრის  განმავლობაში, ეთმობა 5 კრედიტი, ანუ 125 სასწავლო სააათი, მათ შორის 50 საკონტაქტოა, დამოუკიდებელ მუშაობას-75 საათი, საგანი აცნობს სტუდენტებს ფსიქოლოგიის არსს, დანიშნულებას, მისი გამოყენების უნარს სასწავლო პროცესსა და პრაქტიკულ მოღვაწეობაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პედაგოგიურ ფსიქოლოგიასა და ბავშვის ფსიქოლოგიის სწავლებას.
საქართველოს ისტორია- ისწავლება, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო არჩევითი საგანი 2 სემესტრის  განმავლობაში, ეთმობა 10 კრედიტი, რაც გულისხმობს 250 სასწავლო სააათს, მათ შორის 100 საკონტაქტოა. დამოუკიდებელ მუშაობას ეთმობა 150 სთ. საგანი მიმოიხილავს საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე. განიხილავს ,,ქართლის ცხოვრების” ტექსტებს, მნიშვნელოვან მოვლენებსა და თარიღებს ჩვენი ერის ცხოვრებაში. ეს კურსი ემსახურება საქართველოს მოქალაქეთა პატრიოტული თვითშეგნების განმტკიცებასა და საერთო ინტელექტის ამაღლებას.
ფილოსოფია-ისწავლება, როგორც ზოგ10 კრედიტი, რაც გულისხმობს 250 სასწავლო სააათს, მათ შორის 100 საკონტაქტოა. 150 საათი ეთმობა  დამოუკიდებელ მუშაობას. კურსში გათვალისწინებულია ფილოსოფიის ძირითადი ცნებებისა და პრობლემების სწავლება, ფილოსოფიის ისტორიის გაცნობა, რაც დაეხმარება სტუდენტებს შემდგომ პრაქტიკული და სამეცნიერო მოღვაწეობაში.
ქვეყანათმცოდნეობა- ისწავლება, როგორც სპეციალობის არჩევითი საგანი 1 სემესტრის  განმავლობაში, ეთმობა 5 კრედიტი, რაც მოიცავს 125 სასწავლო სააათს, მათ შორის 50 სთ. არის საკონტაქტო, ხოლო  დამოუკიდებელ მუშაობას ეთმობა 75 საათი. საგანი მიმოიხილავს შესასწავლი უცხო ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობას, ეროვნულ შემადგენლობას, თავისებურებებს. მის წარმოშობას, მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს, პოლიტიკურ და სოციალურ წყობას. კურსი ხელს უწყობს სტუდენტების საერთო ინტელექტის ამაღლებას.
შესასწავლი უცხო ქვეყნის ისტორია და გეოგრაფია-ისწავლება, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო არჩევითი საგანი, 1 სემესტრის განმავლობაში, ეთმობა 5 კრედიტი, რაც გულისხმობს 125 სასწავლო სააათს, მათ შორის  30 საკონტაქტოა (15- სალექციო, 15- სასემინარო),  კოლოქვიუმებისა და საბოლოო გამოცდების მოსამზადებელად გათვალისწინებულია 15-15 საათი, დამოუკიდებელ მუშაობისათვის-65 საათი. საგანი გულისხმობს შესასწავლი უცხო ქვეყნის წარმოშობის, ისტორიის, ეროვნული შემადგენლობისა და თავისებურებების შესწავლას. აქვე გაეცნობიან ამ ქვეყნის გეოგრაფიას, ეკონომიკას, პოლიტიკურ და პოლიტიკურ წყობას. საგანი ხელს შეუწყობს სტუდენტის ინტელექტის ამაღლებას და არჩეული პროფესიის უკეთ დაუფლებას.

 

 
 
 
 
 

 

   გვერდის მესაკუთრე: სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ–ჰუმანიტარული უნივერსიტეტი
   ვებგვერდი შექმნილია: 30.01.2007; განახლებულია: 02.10.2009
   მისამართი: ქ.ზესტაფონი, ბიბილაშვილის 6.; ტელ: 5-44-71; 899 534 948
   ელ.ფოსტა: sehu.edu@posta.ge
   საიტის ავტორი მარინა ხიზანიშვილი