სპეციალობა: სამართალმცოდნეობა
სწავლების საფეხური: ბაკალავრიატი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: სამართალმცოდნეობის ბაკალავრი
სწავლების ვადა: 8 სემესტრი
სასწავლო გეგმა
მოდული/სასწავლო კურსი
ECTS
საკონტაქტო
საათები
დამოუკიდებელი
მუშ. სთ.
კრედიტების განაწილება
სემესტრები
I
II
III
IV
V
VI
VII
VIII
ძირითადი სპეციალობის საგნები
120
I
სპეციალობის სავალდებულო
ა)
კერძო სამართალი
35
1
5
50
75
5
2
ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი
5
50
75
5
3
სანივთო სამართალი
5
50
75
5
4
საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი
5
50
75
5
5
ინტელექტუალური საკუთრების სამართალი
5
50
75
5
6
ვალდებულებითი სამართალი
10
100
150
5
5
ბ)
სამოქალაქო სამართალის პროცესი
55
1
საჯარო სამართალი
5
50
75
5
2
საკონსტიტუციო სამართალი
5
50
75
5
3
ადამიანის უფლებები და თავისუფლებები
10
100
150
5
5
4
ადმინისტრაციული სამართალი
5
50
75
5
5
საერთაშორისო სამართალი
5
50
75
5
6
საერთაშორისო კერძო სამართალი
5
50
75
5
7
შესავალი სამართლისმცოდნეობაში
5
50
75
5
8
ქართული სამართლის ისტორია
5
50
75
5
9
საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლის ისტორია
5
50
75
5
10
რომის სამართლის საფუძვლები
5
50
75
5
გ)
შესავალი სამართლის ფილოსოფიაში
30
1
სისხლის სამართალი
5
50
75
5
2
სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი
5
50
75
5
3
სისხლის სამართლის კერძო ნაწილი
5
50
75
5
4
სისხლის სამართლის პროცესი
5
50
75
5
5
სასჯელაღსრულებითი სამართალი
5
50
75
5
6
კრიმინალისტიკა
5
50
75
5
II
კრიმინოლოგია
50
ა)
სპეციალობის არჩევითი საგნები
15
1
კერძო სამართალი
5
50
75
5
2
გაკოტრების სამართალი
5
50
75
5
3
საკორპორაციო სამართალი
5
50
75
5
ბ)
შრომისა და სოც. უზრუნველყოფის სამართალი
30
1
საჯარო სამართალი
5
50
75
5
2
საფინანსო სამართალი
5
50
75
3
აგრარული სამართალი
5
50
75
5
4
ადამიანის უფლებათა საერთაშ. სამართალი
5
50
75
5
5
საბაჟო და საგადასახადო სამართალი
5
50
75
5
6
საბუღალტრო აღრიცხვა და სასამართლო ექსპერტიზა
5
50
75
გ)
სასამართლო მედიცინა
15
1
სისხლის სამართალი
5
50
75
5
2
მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში
5
50
75
5
3
დანაშაულის კვალიფიკაცია
5
50
75
5
III
სისხლის სამართლის პოლიტიკა
20
1
არაიურიდიული დისციპლინები
10
100
150
5
5
2
უცხო ენა
10
100
150
5
5
IV
ინფორმატიკა
20
5
5
5
5
V
თავისუფალი საგნები
20
20
VI
პრაქტიკა
10
10
საბაკალავრო ნაშრომი
240
1. სავალდებულო საგნები - 120 ECTS
2. სპეციალობის არჩევითი დისციპლინები - 50 ECTS
3. არაიურიდიული დისციპლინები - 20 ECTS
4. თავისუფალი საგანი - 20 ECTS
თავისუფალი საგანი სტუდენტს შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი სპეციალობის კურიკულუმიდან
პრაქტიკა - 20 ECTS
საბაკალავრო ნაშრომი - 10 ECTS
სულ:240 ECT
ძირითადი სასწავლო დისციპლინების ანოტაციები
შესავალი სამართლისმცოდნეობაში
სამართლისმცოდნეობის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტებისათვის სავალდებულო საბაზისო საგანს წარმოადგენს "შესავალი სამართლისმცოდნეობაში", რომელიც პირველად გააცნობს სტუდენტს სამართლის ძირითად საფუძვლებსა და მეთოდებს. თანამედროვე სამართლებრივი სისტემების რაობასა და სამართლის ნორმების კლასიფიკაციას. სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია გააცნოს სტუდენტს სამართლისმცოდნეობის სპეციალობის სტრუქტურა, ძირითადი პრინციპები, სამართლის წყაროები სამართლებრივი ურთიერთობანი სამართლის უსბიექტები, სამართალდარღვევა და იურიდიული პასუხისმგებლობა და სხვა.
ქართული სამართლის ისტორია
კურსის მიზანია სტუდენტები ზოგადად გაეცნონ საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის საგანს, მეთოდს და სისტემას, რომლის კურსი დაფუძნებულია ძველი ქართული სამართლის ისტორიის წყაროებზე. სტუდენტმა აუცილებლად უნდა იცოდეს ის სამართლებრივი სისტემა, რომელზე დაფუძნებითაც აღმოცენდა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სამართალი.
საქართველოს სახელმწიფოს და სამართლის ისტორია შეისწავლის ქართული სახელმწიფოს და სამართლის წარმოშობა-განვითარების გზას გარკვეულ კონკრეტულ ვითარებაში, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, თუმცა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ყველა მოვლენის ისტორიული და ქრონოლოგიური სიმაღლე ყოველთვის ერთმანეთს არ ემთხვევა. სახელმწიფოს და სამართლის განვითარების ზოგადი კანონზომიერებანი ამა თუ იმ ქვეყანაში, ამა თუ იმ კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაში შეიძლება მოგვევლინოს მისი რეგიონალურ-ეროვნული ვარიანტის სახით. საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის მასალებში შემონახულია მსოფლიო სოციალური გამოცდილების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი. დიდია მისი შემეცნებითი მნიშვნელობა, სტუდენტმა აუცილებლად უნდა შეიმეცნოს წარსული სამრთლებრივი გამოცდილება და გარკვეულწილად წარმოიდგინოს მისი მომავალიც.
რომის სამართლის საფუძვლები
"რომის სამართლის საფუძვლების” დისციპლინის ძირითად მიზანს წარმოადგენს "სამართალმცოდნეობის” სპეციალობის სტუდენტებს საფუძვლიანად შეასწავლოს ცივილიზებული სამყაროს მიერ შექმნილი პირველი სამართლებრივი კოდექსები, რომელიც პირველად რომის სახელმწიფოში შეიქმნა. რომის სამართალი სწავლობს ძველი რომის რესპიბლიკისა და შემდგომი პერიოდის კანონთა კრებულს, რომელიც არეგულირებდა საზოგადოებრივ და სამართლებრივ ურთიერთობებს მთელს რომის იმპერიაში. რომის სამართალი შედგებოდა როგორც ზოგადი ასევე კერძო სამოქალაქო სამართლის ნაწილისაგან. კურსის ძირითადი მიზანია ბაკალავრიატის სტუდენტი ღრმად დაეფლოს კაცობრიობის მიერ შექმნილ პირველ მწყობრ სამართლებრივ ნორმებს. წარმოდგენილი საწავლო კურსი სტუდენტებს დაეხმარება ღრმად ჩაწვდნენ პოზიტიური სამოქალაქო სამართლის ცნებებს და ინსტიტუტებს.
ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი
ვალდებულებითი სამართალი სამართლის უმნიშვნელოვანესი დარგია. მას სამოქალაქო სამართალში ყველაზე ვრცელი ადგილი უკავია. იგი წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივი ნორმების ერთობლიობას რომელიც აწესრიგებს პირთა კერძო ურთიერთობებს, როგორც ქონებრივს ისე არაქონებრივს. ვალდებულებითი სამართალი შედგება ზოგადი და კერძო ნაწილებისაგან. ზოგადი ნაწილი მოიცავს ზოგადი ხასიათის ნორმებს რომლებიც თანაბრად გამოიყენება ყველა ვალდებულების მიმართ, ესენია ნორმები რომლებიც ეხება ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძვლებს, ხელშეკრულების დადებას, ხელშეკრულებიდან გასვლას, ზიანის ანაზღაურებას და სხვა.
ვალდებულებითი სამართალი კერძო სამართლის ხერხემალი და ძირითადი ბირთვია. ვალდებულებითი ურთიერთობა კერძოსამართლებრივი ურთიერთობაა მისი სუბიექტები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი და თანასწორნი არაინ. მის სუბიექტებს გააჩნიათ კერძო ავტონომია რაც მოიცავს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის თვისუფლებას და კონტრაჰენტის შერჩევის თავისუფლებას.
ვალდებულკებითი სამართლის მიერ მინიჭებული უფლებათა განხორციელება არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ უფლებებზე რომლებიც განისაძღვრება კონსტიტუციით და საჯარო სამართლის სხვა კანონებით. ტრადიციის თანახმად ვალდებულებით სამართალს არავითარი საერთო მოქალაქეობასთან არა აქვს, პირიქით იგი თავისი ბუნებით გურგლირია მოქალაქეობისადმი ე.ი. პირის პოლიტიკურ სამართლებრივი კავშირისადმი ამათუ იმ სახელმწიფოსთან, რადგან მის ძირითად მიზანს კერძო ცხოვრების მოწესრიგება წარმოადგენს
ვალდებულებითი სამართლის კერძო ნაწილი
ვალდებულებითი სამართალი შედგება ზოგადი და კერძო ნაწილებისაგან. რაც შეეხება კერძო ნაწილს იგი მოიცავავს ისეთ ნორმებს რომლებიც არეგულირებენ ცალკეულ, კერძო იურიდიულ ვალდებულებებს. ხელშეკრულებების, გარიგებების, სხვადასხვა სახის იურიდიული შეთანხმებების შესახებ ვალდებულებათა ერთობლიობას, რომელიც აწესრიგებს ამ სახის ურთიერთობებს.
სამოქალაქო სამართლის პროცესი
სამოქალაქო სამართლის პროცესი სამართლისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებისათვის აუცილებელი საბაზისო საგანია, რომელიც შეასწავლის მათ სამოქალაქო სამართლის პროცესის ძირითად საკითხებს. იმ პროცესუალური ნორმების ერთობლიობას, რომელსაც ზოგადად არეგულირებს სამოქალაქო სამართალი. სამოქალაქო სამართლის პრაქტიკულ-გამოყენებითი მნიშვნელობა გულისხმობს სამოქალაქო სამართლის კავშირს პრაქტიკასთან ამ მიზნით სწავლების პროცესსი გამოიყენება სასამართლო პრაქტიკის მაგალითები.
საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი
"საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი" წარმოადგენს აუცილებელ საგანს "სამართლისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებისათვის.
საოჯახო სამართალი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის ნაწილს, რომელიც ადგენს ქორწინებისა და განქორწინების წესს, განსაზღვრავს მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს, აწესრიგებს შვილების წარმოშობის დადგენის, შვილად აყვანის, მშობლებისა და შვილების ურთიერთობებს, მეურვეობისა და მზრუნველობის საკითხებსა და ოჯახთან დაკავშირებულ სხვა სამართლებრივ ურთიერთობებს. სამოქალაქო სამართლის ერთ ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს მემკვიდრეობის სამართალი, რომელიც განსაზღვრავს ქონების მემკვიდრეებზე გადასვლის წესსა და კანონმდებლობას. წინამდებარე სასწავლო კურსის შესწავლა ემყარება, როგორც საქართველოს კანონმდებლობას მემკვიდრეობითი სამართალში, ასევე პრაქტიკის მონაცემებს. მისი დამუშავება სტუდენტებს დაეხმარება მემკვიდრეობის ინსტიტუტის დანიშნულებისა და სამკვიდრო სამართლებრივი ურთიერთობების ბუნების დადგენაში.
მემკვიდრეობითი სამართლის ნორმების შესწავლა ხელს შეუწყობს, არამარტო სპეციალისტის ჩამოყალიბებას, არამედ ცივილური აზროვნების გაფართოებასა და სრულყოფაში.
კონსტიტუციური სამართალი
სამართლისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებისათვის აუცილებელ საბაზისო საგანს წარმოადგენს "კონსტიტუციური სამართალი", რომელიც შეისწავლის კონსტიტუციური ნორმების ერთობლიობას. კონსტიტუციური სამართლის ძირითადი წყაროა ქვეყნის კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ქვეყნის ორგანული კანონი და კანონები, რომლებიც ავსებენ და ავითარებენ კონსტიტუციას. ამ დარგში სტუდენტი უნდა გაეცნოს სახელმწიფო და საზოგადოებრივ წყობოლების საფუძვლებს ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობას. სახელმწიფო ორგანოთა შექმნის წესს და მათი საქმიანობის ძირითად პრინციპებს. კონსტიტუციის არსს და ფუნქციებს. კონსტიტუციური რეგალიების არსს და საზღვრებს, სახელმწიფო ხელისუფლების ხასიათს დამ ის განხორციელებას ხალხის მიერ. ასევე საქართველოს საარჩევნო სისტემის ცნებას, სახეებს, მათ როლს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების ფორმირებაში. სტუდენტი აქვე უნდა გაეცნოს პარლამენტის, მთავრობის და პრეზიდენტის ინსტიტუტებს.
სასწავლო კურსი ითვალისწინებს კონსტიტუციური სამართლის ისტორიულ ექსკურსს, ასევე თანამედროვე კონსტიტუციური ნორმების ერთობლიობის შესწავლასა და გაცნობას.
ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები
სამართლისმცოდნეობის სპეციალობის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულია საგანი "ადამიანის ძირითადი უფლებები და მოვალეობები", რომელიც ითვალისწინებს იმ ძირითადი უფლებებისა და მოვალეობების შესწავლას, რომელიც რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციიტ და საერთაშორისო კანონებით და აღიარებულია მსოფლიოს დემოკრეტიული ქვეყნების მიერ. უნდა გაანალიზდეს ისეთი საკითხები როგორიცაა ადამიანისა და მოქალაქის სტატუსის კონცეფცია, პიროვნების სტატუსის კონსტიტუციური პრინციპები საქართველოში. პიროვნების თავისუფლება; ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ადამიანისადმი კუთვნილება დაბადებიდან და მათი განუყოფლობა; ადამიანის უფლებების სამართლის წყაროებად უნდა მივიჩნიოთ აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაცია; ადამიანის, მოქალაქის უფლებების საფრანგეთის დეკლარაცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; საერთაშორისო ფაქტები ადამიანის უფლებათა შესახებ; ადამიანის უფლებები საქართველოს კონსტიტუციაში.
ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებებს საერთო და განმასხვავებელი ნიშნები; ადამიანის უფლებების კატალოგი საქართველოს კონსტიტუციაში, ადამიანის მოქალაქეობრივი და პოლიტიკური თავისუფლებების კატალოგი; ადამიანის უფლებების კატალოგი ევროპული კონსტიტუციის პროქტის მიხედვით.
აუცილებელია ადამიანის პირად უფლებებს და თავისუფლებებს დავიკავშიროთ ქვეყნის დემოკრატიზმის თავისებურებები.
ადამიანის ძირითადი უფლება-თავისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება, საკანონმდებლო თავისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლება, საერთაშორისო სამართალი, უფლება-თავისუფლება და გლობალიზაცია.
ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი
ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის კურსი ითვალისწინებს სამართლისმცოდნეობის სტუდენტებს გააცნოს სამართლებრივი ნორმების ის ერთობლიობა რომელიც აწესრიგებს სახელმწიფო მმართველოს სფეროში აღმოცენებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მმართველოსბის ორგანოების შექმნისა და გაუქმების, მათი ორგანიზაციისა და საქმიანობის წესსა და პრინციპებს. ადმინისტრაციული სამართლის კურსი გარდა ადმინისტრაციული სამართლის ნორმებისა, შეისწავლის მოქალაქეების, სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირთა უფლებამოსილებას, ქცევის სავალდებულო წესებს, პასუხისმგებლობის ზომებს ამ წესების დარღვევისათვის.
ადმინისტრაციული სამართლის საგნის ძირითადი ამოცანაა სტუდენტს შეასწავლოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის ძირითადი საკითხები.
ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის პროცესი
ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის პროცესი აუცილებელი სასწავლო კურსია, რომლის შესწავლა ითვალისწინებს სამართლისმცოდნეობის სტუდენტებს გააცნოს სამართლებრივი ნორმების იმ ერთობლიობის პროცესუალური საკითხები, რომელიც აწესრიგებს სახელმწიფო მმართველობის სფეროში აღმოცენებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მმართველობის ორგანოების შექმნისა და გაუქმების, მათი ორგანიზაციისა და საქმიანობის წესსა და პრინციპებს. ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის პროცესის შესწავლის შემდეგ სტუდენტი უნდა ერკვეოდეს ადმინისტრაციული პასიხისმგებლობის პროცესუალურ საკითხებში.
საერთაშორისო საჯარო სამართალი
საერთაშორისო სამართალი იყოფა საერთაშორისო საჯარო და საერთშორისო კერძო სამართლის ნაწილებად. საერთშორისო საჯარო სამართლის კურსი მოიცავს საერთაშორისო სამართლის ძირითადი იურიდიული ნორმების ერთობლიობას, რომლის საფუძველზე რეგულირდება საერთაშორისო ურთიერთობები. კურსის ამოცანაა სამართლისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები საფუძვლიანად დაეუფლონ საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებს, რომელიც აუცილებელია სამართლისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტთა საბაზისო ცოდნისათვის. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი უნდა ერკვეოდეს საერთაშორის საჯარო სამართლის ძირითად ნორმებში.
სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი
საგანი წარმოადგენს ძირითად საბაზისო სასწავლო კურსს იგი შეისწავლის სამართლებრივი ნორმების ერთობლიობას, რომელიც აწესრიგებს დანაშაულთან და სასჯელთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ ურთიერთობებს, ადგენს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლებს, განსაზღვრავს რომელი საშიში ქმედებაა დანაშაულებრივი და აწესებს სასჯელს, ან სხვა სისხლის სამართლებრივ ღონისძიებებს. სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი უნდა იცნობდეს სისხლის სამართლის ძირითად ნორმათა ერთობლიობას.
სისხლის სამართლის კერძო ნაწილი
სისხლის სამართლის კერძო ნაწილი სამართლისმცოდნეობის სტუდენტებს ესწავლებათ ორ ნაწილად: ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და დანაშაულის სხვა სახეები. სისხლის სამართლის კერძო ნაწილის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. დანაშაული არის სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივად საშიში ქმედება, რომელიც ხელყოფს ქვეყნის საზოგადოებრივ წეს-წყოიბილებას, მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებს, საკუთრებას, პიროვნებას, მოქალაქეთა პოლიტიკურ, შრომით, ქონებრივ და სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს, აგრეთვე მართლწესრიგის ხელმყოფი სხვა საზოგადოებრივად საშიში საშიში ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კანონით.
"ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული" ითვალისწინებს სისხლის სამართლის იმ ნორმების შესწავლას, რომელიც არეგულირებს ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის კვალიფიკაციას (მკვლელობა, სხეულის დაზიანება და ა. შ.) დანაშაული სხვა სახეებს მიეკუთვნება ქურდობა, გაძარცვა, თაღლითობა, სხვისი ქონების გატაცება, ყაჩაღობა, გამოძალვა და ა. შ.
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი უნდა ერკვეოდეს სისხლის სამართლის კანონის კერძო ნაწილის ძირითად ნორმათა ერთობლიობასა და ამავე კანონით დარეგულირებული დანაშაულის სახეებში.
საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური სამართალი
საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური სამართლის საგანი სწავლობს სხვადასხვა ქვეყნების კონსტიტუციებით განსაზღვრულ სამართლებრივ ნორმებს, ამ ქვეყნების სახელმწიფო სამართლის საკითხებს, სისხლის სამართალსა და სხვა იურიდიულ ნორმებს. კურსის სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამ ქვეყნების სახელმწიფო მოწყობისა და პოლიტიკის საკითხებს, მოქალაქეთა სამართლებრივ მდგომარეობას, სახელმწიფოს ტერიტორიულ ორგანიზაციას, სახელმწიფო ორგანოთა სისტემას და ა. შ. საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური სამართლის კურსი საშუალებას აძლევს სამართლისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებს გაეცნონ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების კონსტიტუციურ წყობას, სახელმწიფოების ფორმებსა და სამართლებრივი განვითარების ეტაპებს.
საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური სამართალი, სამართლის ერთიან დარგს არ წარმოადგენს, რამდენადაც ყოველ ცალკეულ ქვეყანას თავისი კონსტიტუციური სამართალი გააჩნია. კონკრეტულ ქვეყანაში კონსტიტუციური სამართლის ორიენტაცია, ყოველ მათგანს თავისი გააჩნია. იგი მოცემული ქვეყნებისათვის დამახასიათებელ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ წყობილებას ეფუძვნება.
რომანულ-გერმანული სამართლებრივი ოჯახი კონტიტუციური სამართლის ისტორიის თავფურცელია. მთლიანობაში საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური სამართლის შესწავლა მოცემული თეორიული ანალიზისა და პრაქტიკული ფაქტების გათვალისწინებით, სტუდენტს დაეხმარება სრულად ჩაწვდეს მოწინავე ქვეყნების სახელმწიფო მოწყობისა და პოლიტიკური სისტემების ფუნქციონირების გამოცდილებას.
ასევე სასარგებლო იქნება დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებელი ქვეყნისათვის სახელმწიფოთმცოდნე იურისტების კადრების მომზადების საქმეში.
საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლის ისტორია
საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლის ისტორია წარმოადგენს სამართლისმცოდნეობის სპეციალობის არჩევით დისციპლინას, რომლის ფარგლებში ისწავლება საზღვარგარეთის ქვეყნების ძველი სამართლის ისტორია. კურსი ძირითადად ითვალისწინებს იმ ქვეყნების ძველი სამართლებრივი ნორმების შესწავლას, რომელთა სამართალმა თავის დროზე საფუძველი დაუდეს თანამედროვე მსოლიო სამართლებრივ სისტემებს. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი თავისუფლად უნდა ერკვეოდეს ძველი სამართლებრივი სისტემების საკითხებში.
შრომისა და სოცუზრუნველყოფის სამართალი
შრომისა და სოცუზრუნველყოფის სამართალი სამართლისმცოდნეობის სტუდენტებს გააცნობს და შეასწავლის სამართლებრივი ნორმების ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს შრომით ურთიერთობებს საწარმოსთან, დაწესებულებასთან და ორგანიზაციასთან. შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების ამოსავალი დებულებები მოცემულია საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის მიხედვით აღიარებულია შრომის თავისუფლება, დადგენილია სახელმწიფოს ვალდებულება ხელი შუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა.
შრომის სამართლის მიზანია სამართლისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებს გააცნოს სამართლებრივი ნორმების ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს შრომით ურთიერთობებს საწარმოსთან, დაწესებულებასთან და ორგანიზაციასთან. შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების ამოსავალი დებულებები მოცემულია საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის მიხედვით აღიარებულია შრომის თავისუფლება, დადგენილია სახელმწიფოს ვალდებულება ხელი შუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა.
საერთაშორისო კერძო სამართალი
საერთაშორისო სამართალი იყოფა საერთაშორისო საჯარო და საერთშორისო კერძო სამართლის ნაწილებად. საერთშორისო კერძო სამართლის კურსი მოიცავს საერთაშორისო სამართლის ძირითადი იურიდიული ნორმების ერთობლიობას, რომლის საფუძველზე რეგულირდება საერთაშორისო კერძო იურიდიული ურთიერთობები. კურსის ამოცანაა სამართლისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები საფუძვლიანად დაეუფლონ საერთაშორისო კერძო სამართლის ძირითად ნორმებს, რომელიც აუცილებელია სამართლისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტთა საბაზისო ცოდნისათვის. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი უნდა ერკვეოდეს საერთაშორის კერძო სამართლის ძირითად ნორმებში.
კრიმინალისტიკა
იურიდიულ მეცნიერებათა სისტემაში კრიმინალისტიკის საგანს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. კრიმინალისტიკა სამართლისმცოდნეობის სტუდენტებს შეასწავლის სისხლის სამართლის დანაშაულის კვლევის მეთოდიკას, ტაქტიკასა და ტექნიკას, საპროცესო ნორმების საფუძველზე კვალთა დ სხვა საჭირო მტკიცებულებათა ეფექტურად აღმოჩენის, ფიქსირების, გამოკვლევისა და გამოყენების კანონზომიერებებს. კრიმინალისტიკა შემოქმედებითად იყენებს საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული დარგის მეცნიერების მიღწევებს მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის საჭირო მაღალმგძნობიარე კვლევის უახლეს სამეცნიერო-ტექნიკურ ხერხებსა და საშუალებებს.
კრიმინალისტიკა სტუდენტებს შეასწავლის კრიმინალისტიკის თეორიულ და მეთოდოლოგიურ საფუძვლებს, კრიმინალისტიკის ტექნიკას, დანაშაულთა გახსნის მეთოდიკას და ა. შ.
კრიმინოლოგია
სპეციალური იურიდიული დისციპლინა "კრიმინოლოგია" წარმოადგენს სისხლის სამართლის ერთ ერთ მნიშვნელოვან დარგს, რომელიც სამართლისმცოდნეობის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულია სტუდენტზე ორიენტირებულ სასწავლო დისციპლინათა ეღტობლიობაში. კრმინოლოგია არის მოძღვრება დანაშაულის როგოსრ სოციალური მოვლენის შესახებ. ძირითადად შეისწავლის სისხლის სამართლის დანაშაულთა სახეების სოციალურ ბუნებას, წარმოშობის მიზეზებსა და მოვლენათა მიზეზ-შედეგობრიობას.
ადამიანის უფლებათა სერთაშორისო სამართალი
აუცილებელია ადამიანის უფლებების სამართლის წყაროებად მივიჩნიოთ აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაცია; ადამიანის მოქალაქის უფლებების საფრანგეთის დეკლარაცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; საერთაშორისო ფაქტები ადამიანის უფლებათა შესახებ; ადამიანის უფლებები საქართველოს კონსტიტუციაში.
ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებებს საერთო და განმასხვავებელი ნიშნები; ადამიანის უფლებების კატალოგი საქართველოს კონსტიტუციაში, ადამიანის მოქალაქეობრივი და პოლიტიკური თავისუფლებების კატალოგი; ადამიანის უფლებების კატალოგი ევროპული კონსტიტუციის პროქტის მიხედვით.
აუცილებელია ადამიანის პირად უფლებებს და თავისუფლებებს დავიკავშიროთ ქვეყნის დემოკრატიზმის თავისებურებები.
ადამიანის ძირითადი უფლება-თავისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება, საკანონმდებლო თავისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლება, საერთაშორისო სამართალი, უფლება-თავისუფლება და გლობალიზაცია.
ფინანსური სამართალი
საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფინანსური სამართალი ცალკე დარგად გამოიყო, რაც განპირობებულია სახელმწიფო ეკონომიკური როლის გაძლიერებიტ ფინანსური რესურსის ფორმირებას, გადანაწილებასა და გამოყენების პროცესში.
სასწავლო კურსში განიხილება ფინანსები და ფინანსური საქმიანობა და მათი მოქცევა სამართლებრივ სივრცეში. განიხილება საფინანსო სამართლებრივი ურთიერთობა და მისი სუბიექტები, ფინანსური სამართლებრივი ნორმები, სახელმწიფო კონტროლი. სასწავლო კურსი მოიცავს ცალკეულ ქვედარგებს: საგადასახადო სამართალს, საბიუჯეტო სამარტალს, საბანკო სამართალს და ა. ს. დასახელებული საკითხების შესწავლა დაფუძნებული არის საქართველოს ფინანსურ კანონმდებლობაზე.
სანივთო სამართალი
სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ქართული სანივთო სამართლის ის აუცილებელი მინიმუმი, რომელიც მოეთხოვება ბაკალავრიატის საფეხურის კურსდამთავრებულს. სტუდენტები შეისწავლიან სანივთო სამართლის ნორმატიულ მასალას, სამართლებრივი ნორმების სწორად განმარტებასა და სანივთო სამართალსი არსებული კაზუსების ამოხსნის დაუფლებას.
სანივთო სამართლის შესწავლა სტუდენტებს საშუალებას მისცემს დაეუფლოს სანივთო სამართლის თავისებურებებს, მისი ნორმატიული აქტების ურთიერთობას და დამოკიდებულებას კერძო სამართლის სხვა ნორმატივებთან. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი უნდა ფლობდეს სამართლებრივი პრინციპებით აზროვნების ხელოვნებას.
სისხლის სამართლის პროცესი
სისხლის სამართლის პროცესის, როგორც სასწავლო დისციპლინის მიზანია სტუდენტებს მიეცეთ საშუალება შეისწავლონ სისხლის სამართლის პროცესის ძირითადი პრინციპები და საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესები, ასევე მომავალ იურისტებს სწორი წარმოდგენა უნდა შეექმნათ გამომძიებლის პროკურორის, მოსამართლის (სასამართლოს) უფლება-მოვალეობის შესახებ. სტუდენტებმა უნდა შეისწავლონ და გაეცნონ მტკიცებულებათა პრობლემებს. საპროცესო სამართლებრივ იძულების სახეებს და მათი გამოყენების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების პროცესუალურ წესებს. სამართლისმცოდნეობის ბაკალავრიატის სტუდენტები სასწავლო კურსის გაცნობისას დაეუფლებიან და სიღრმისეულად შეისწავლიან სისხლის სამართლის პროცესის წყაროებს, მისი განვითარების კანონზომიერებებს. უცხო ქვეყნების საპროცესო კანონმდებლობებსა და თავისებურებებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ ცვლილებებს რაც უკანასკნელ ხანს მოხდა სისხლის სამართლის საპროცესო სამართალში.
სასჯელაღსრულებითი სამართალი
სასჯელაღსრულებითი სამართალი მომავალ სამართლისმცოდნეებს შეასწავლის პენიტენციალურ სისტემას, პატომრის უფლებებსა და თავისუფლებებს. პატიმრის უფლებების დაცვა უპირველეს ყოვლისა ეკუთვნის სასჯელაღსრულებით დეპარტამენტს, რომლის საშუალებით სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში უნდა განხორციელდეს ყველა ის კანონი, რომელიც ეხება პენიტენციალურ სისტემაში მომუშავე ყველა რანგის თანამშრომელს.
2001 წლის 1 იანვრიდან ახალი კანონის საფუძველზ პენიტენციალური სისტემა შევიდა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში, რომელმაც შეცვალა ადრე არსებული შრომა-გასწორების სამართალი.
ახალმა კანონმა საქართველოში დასაბამი მისცა დემოკრატიული წყობილების განმტკიცებაში ვინაიდან კანონი "პატიმრის უფლებებზე" გამომდინარეობს ევროპისა და გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციიდან. სტუდენტები უნდა დაეუფლონ კანონის არსს და მისი ამოქმედების პრინციპებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ კანონს ახალი დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობისა და განვითარების გზაზე.
სასჯელაღსრულებითი სამართლის მოხევიტ, პენიტენციალური სისტემის მუშაკები ვალდებული არიან დაიცვან პატიმართა უფლებები და მოექცნენ მათ ისე, როგორც ამას ითვალისწინებს ზემოთაღნიშნული კანონმდებლობა.
საკორპორაციო სამართალი
სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს გააცნოს და შეასწავლოს საკორპორაციო სამართლის არსი, სისტემა, მიზანი და მნისვნელობა. საკორპორაციო სამართლის ჩამოყალიბების ისტორია და ის პირობები რამაც განაპირობა, მისი როგორც დარგის განვითარება. მისი წყაროების, რეგისტრაციის, შესატანის, სახელმძღვანელოების, სამეწარმეო და არასამეწარმეო კორპორაციების მნიშვნელობა და როლი სამართლის გავითარებაში.
საკორპორაციო სამართლის შესწავლა საფუძველი გახდება ისეთი დარგების შესწავლისათვის, როგორიცაა საგადასახადო სამართალი, საბაჟო სამართალი, საერთაშორისო კერძო სამართალი.
საკორპორაციო სამართლის შესწავლის შედეგი მდგომარეობს იმაში, რომ სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა მიღებული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკულ და სამეცნიერო საქმიანობაში.
ინტელექტუალური სამართალი
სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ინტელექტუალური სამართლის არსი, სისტემა მიზანი და მნიშვნელობა. ავტორის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, მომიჯნავე უფლებები, რომელიც დაკავშირებულია შემსრულებელთან ფონოგრამის, ვიდეოგრამის და მონაცემთა ბზის დამამზადებლებთან და მაუწყებლობის ორგანიზაციებთან. სტუდენტი უნდა გაეცნოს საპატენტო კომერციულ აღნიშვნების სამართალს, ამ სფეროში მიღებულ კანონმდებლობას, საერთასორისო კონვენციებს და ხელშეკრულებებს. სასწავლო კურსის შესწავლის შემდეგ სტუდენტი მიიღებს ღრმა ცოდნას თეორიულ პრაქტიკაში გამოსაყენებლად.
ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი
ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი წარმოადგენს სავალდებულო სასწავლო კურსს იურიდიული ფაკულტეტის სამართლისმცოდნეობის სპეციალობის, ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის. ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სასწავლო კურსი სწავლობს სამართლებრივი ნორმების ერთობლიობას, რომელიც აწესრიგებს სახელმწიფო მმართველობის სფეროში აღმოცენებულ საზოგადოებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მმართველობის ორგანოების შექმნისა და გაუქმების, მათი ორგანიზაციისა და საქმიანობის წესსა და პრინციპებს.
მმართველობის ორგანოებთან დაკავშირებული საკითხების გარდა, ადმინისტრაციული სამართლის ნორმები განსაზღვრავენ, აგრეთვე მოქალაქეების, სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირთა უფლებამოსილებას, ადგენენ ქცევის სავალდებულო წესებს, აწესებენ პასუხისმგებლობის ზომებს მათი დარღვევისათვის. ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი ამოცანაა საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საწარმოთა, დაწესებულებათა ორგანიზაციათა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, მმართველობის დადგენილი წესის, სახელმწიფო სა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა, მოქალაქეთა უფლებების, პატივისა და ღირსების, საერთო ცხოვრების წესისი პატივისცემის, დაკისრებულ მოვალეობატა შესრულების სულისკვეთებით.
გაკოტრების სამართალი
გაკოტრების სამართალი- საგანი განიხილავს გაკოტრების საკითხებს. ის განიხილავს იმ კანონებს, რომლებიც აწესრიგებს ურთიერთობებს მოვალესა და კრედიტორს შორის. გაკოტრების სამართალი შედგება ზოგადი და კერძო ნაწილისაგან. ზოგადი მოიცავს საკრედიტო სამართლის ზოგად პრინციპებს, კერძო კი - კრედოტორსა და მოვალეს შორის სამართლებრივ ურთიერთობებს.
სასამართლო მედიცინა და ექსპერტიზა
სასამართლო მედიცინა და ექსპერტიზა-ამ საგნის შესწავლისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს. საგანი არეგულირებს სისხლის სამართლის პროცესში დანაშაულის გახსნის მეთოდიკას, პრობლემებს. ის ასწავლის სტუდენტს, როგორ ჩაატაროს ექსპერტიზა და როგორ გამოიყენოს მიღებული ცოდნა დანაშაულის გახსნისას თუ სხვა საგამოძიებო საქმიანობაში
უცხო ენა (ინგლისური ენა)
ინგლისური ენის კურსი სამართალმცოდნეობის სეპციალობის საბაკალავრო პროგრამაში სავალდებულო დისციპლინაა. საქართველოს საერთაშორისო ინტეგრაციის პირობებში უცხო ენის შესწავლა წარმოადგენს სამართალმცოდნეობის სპეციალისტების მომზადების ერთ – ერთ აუცილებელ კომპონენტს. უცხო ენის სწავლების პრაქტიკული მიზანია ენის, როგორც კომუნიკაციის საშუალების დაუფლება. პროგრამის მოთხოვნის თანახმად, სტუიდენტების უნდა დაეუფლონ სამეტყველო აქტივობის ყველა სახის (საუბარი, აუდირება, კითხვა, აზრის წერილობით გადმოცემა) უნარ-ჩვევებს. აქედან გამომდინარე, სტუდენტებმა უნდა აითვისონ ინგლისური ენის გრამატიკული წყობა და სასაუბრო ლექსიკური მინიმუმი, შეიმუშაონ სამეტყველო ჩვევები, შეძლონ სხვადასხვა ხასითიათის ტექსტების გაგება და მათზე საუბარი, გამოიმუშაონ წერის უნარ-ჩვევები, შეძლონ სხვადასხვა ხასიათის ტექსტების გაგება და მათზე საუბარი, გამოიმუშაონ წერის უნარ-ჩვევები.
სასწავლო კურსის პროგრამაში ყურადღება ეთმობა როგორც გრამატიკულ მასალას, ისე ლექსიკურს. ლექსიკურ ნაწილში შეტანილია ყოფითი და ინფორმაციული ხასიათის ტექსტები, სამართალმცოდნეობის სპეციალობისათვის ადაპტირებული მასალა. სასაუბრო ლექსიკის დასაუფლებლად შეტანილია სიტუაციური დიალოგები და თემატური ლექსიკა. გრამატიკის განყოფილება შეიცავს გრამატიკული საკითხების ახსნას და განსამტკიცებელ სავარჯიშოებს. გრამატიკული საკითხების თანმიმდევრობის პრინციპია სწავლების ადრეულ ეტაპზე მათი გამოყენების აუცილებლობა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კურსის პროგრამით.
სტუდენტებს ჩაუტარდებათ პრაქტიკული მეცადინეობები. მათ მოეთხოვებათ სემესტრის მანძილზე შეასრულონ დავალებები: წერითი ტესტები და სავარჯიშოები, იმუშაონ აუდიო და ვიდეო მასალაზე და გამოიყენონ კომპიუტერული პროგრამები. მათ აგრეთვე საშუალება ექნებათ მოამზადონ პრეზენტაციები და მიიღონ მონაწილეობა თემატურ დებატებში.
ფილოსოფია
ფილოსოფია- სწავლობს ფილოსოფიის ძირითად ცნებებსა და პრობლემებს, ფილოსოფიის ისტორიისა და მის უმთავრეს მიმართულებებს. ის ემსახურება სტუდენტის საერთო ინტელექტის ამაღლებასა და ერუდიციის გაფართოებას. მიღებულ ცოდნას ის გამოიყენებს პრაქტიკულ მოღვაწეობაში.
ინფორმატიკა
ინფორმატიკა- ასწავლის სტუდენტებს თანამედროვე საოფისე პროგრამებს, კომპიუტერული სისტემების საფუძვლებს; საშუალებას აძლევს მათ, სათანადო დონეზე შეასრულონ სამუშაო და გააფორმონ დოკუმენტაცია, გამოიყენონ კომპიუტერი არამარტო სამეცნიერო და სასწავლო მიზნით, არამედ პრაქტიკულ მოღვაწეობაში.
ფსიქოლოგია
ფსიქოლოგია- სტუდენტები თავიდან ეცნობიან ზოგად ფსიქოლოგიას, შემდეგ კი იურიდიულ ფსიქოლოგიას. კურსი შეისწავლის ფსიქოლოგიის არსს, დანიშნულებას, მის ძირითად ცნებებსა და მიმართულებებს. ფსიქოლოგიური ხერხების გამოყენებას სამსახურებრივ ურთიერთობებში, იურიდიულ პრაქტიკაში, კურსი შეასწავლის სტუდენტებს ფსიქოლოგიის წესებსა და კვლევის შედეგების გამოყენებას სასწავლო პროცესსა და პრაქტიკულ მოღვაწეობაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დამნაშავისა და დანაშაულის ფსიქოლოგიის წარმოჩენას.
რიტორიკა
რიტორიკა, მჭერმეტყველება, ლოგიკა -ასწავლის ქართული ენის ნორმებს, მართლწერას, მიმოიხილავს მშობლიური ენის მორფოლოგიას, სინტაქსს, სტილისტიკას, ის გრამტიკულ კანონებს, რომლებიც აუცილებელია მოხსენებების სწორად და უშეცდომოდ მომზადებისათვის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საადვოკატო და მოსამართლის მოხსენების ჩამოყალიბების ხერხების განხილვას, ოფიციალური დოკუმენტის შედგენის წესებს, რიტორიკისა და მჭერმეტყველების საშუალებებსა და პრინციპების სწავლებას, ლოგიკურ აზროვნებას, მეტყველების კულტურას. დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრაქტიკულ მეცადინეობებს. ისწავლება მჭერმეტყველების ისტორიაც, ლოგიკის, როგორც მეცნიერების წარმოშობა და განვითარება.
საქართველოს ისტორია
საქართველოს ისტორია- საგანი მიმოიხილავს საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე, განიხილავს მნიშვნელოვან მოვლენებსა და თარიღებს ჩვენი ერის ცხოვრებიდან. ეს კურსი ემსახურება საქართველოს მოქალაქეთა პატრიოტული თვითშეგნების განმტკიცებასა და საერთო ინტელექტის ამაღლებას.
გვერდის მესაკუთრე: სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის
ეკონომიკურ–ჰუმანიტარული უნივერსიტეტი
ვებგვერდი შექმნილია: 30.01.2007; განახლებულია:
02.10.2009
მისამართი: ქ.ზესტაფონი, ბიბილაშვილის 6.; ტელ: 5-44-71; 899 534 948
ელ.ფოსტა: sehu.edu@posta.ge საიტის ავტორი მარინა ხიზანიშვილი