|
|
|
![]() |
|
სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ–ჰუმანიტარული უნივერსიტეტი ბედის უკუღმართობამ თუ აუცილებლობამ სოხუმის ჰუმანიტარულ–ეკონომიკურ უნივერსიტეტს ქ. ზესტაფონში არგუნა განთავსება. ცოდნის კერა, განურჩევლად ადგილმდებარეობისა, თავისი ქვეყნისა და ხალხისათვის უნდა იღწვოდეს; პატრიოტული სულისკვეთებით, პროფესიონალიზმითა და მაღალი ინტელექტით ღირსეული წვლილი უნდა შეჰქონდეს ერის განვითარებაში. თოთხმეტი წელია, რაც ზესტაფონში არსებობს განათლების ეს მნიშვნელოვანი კერა, რომელმაც 2000 წლის ივნისში პირველი გამოშვება იზეიმა და 100–ზე მეტი სხვადასხვა პროფესიის კურსდამთავრებულს გზა დაულოცა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის გზაზე. არსებობის თოთხმეტი წელი . . . ბევრი რამის დამტევია ეს წლები. უპირველესად, ტრადიციების შექმნის, ძიების, დამკვიდრების, ჭეშმარიტი უმაღლესი სასწავლებლის ჩამოყალიბებისთვის დაუოკებელი ღწვის, მამულიშვილური თავდადების, ქვეყნის ხვალინდელი დღის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობისა და სიყვარულის გრძნობით ბოლომდე გაჯერებული. საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების კიდევ ერთხელ გამოცდის, იმავდროულად სიძნელეთა წინაშე ქედუხრელობისა და სრულყოფილების კანონიერი შეგრძნებით ამაღლებული . . . ფ ა კ უ ლ ტ ე ტ ე ბ ი განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
|
|
გვერდის მესაკუთრე: სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის
ეკონომიკურ–ჰუმანიტარული უნივერსიტეტი |